დღის კარიკატურა: გარეთ ბეილისა და თორნიკე ოქრიაშვილის "იქსი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა უელსიდან ფრე წამოიღო. თამაშის სურათის გათვალისწინებით, ეს სულაც არ არის გასახარი შედეგი. მოგების რეალური შანსი გვქონდა...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

მატჩის შემდეგ უელსელთა ლიდერმა გარეთ ბეილიმ დამცინავად თქვა - თამაში ყველამ ისწავლაო. ოქრიაშვილმა კი მოედანზე უპასუხა: საქართველომ თამაში ყოველთვის იცოდა...

უელსს 5:0-ს უგებდა...
მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგია როცა გაიხსენებ რომ გყავდა ისეთი დიდი ფეხბურთელი როგორიც დათო ყიფიანია. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს კარგი და დასაფასებელია. ამასთან, თუ მაინც გვინდა შევადაროთ ყიფიანი ბეილს, მაშინ მოდი და ავიღოთ მხოლოდ რამოდენიმე კრიტერიუმი შედარებისათვის. 1. სისწრაფე-აქ ბეილი შეუდარებელია; 2. ბურთის ტარება ანუ ტექნიკა-მცირე უპირატესობა დათოს მხარესაა; 3. მოედნის ხედვა-ორივეს უზადო; 4. გოლის გატანის ალღო-ბეილი აქ ფავორიტია; 6.ფიზიკური გამძლეობა-შედარებაც არ შეიძლება (ბეილი); 7. გარეგნობა(ნახევრად ხუმრობით)-შედარებაც კი უადგილოა (დათო)!!! ასე, რომ თითქმის თანაბარი მონაცემები აქვთ, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პერიოდს, თუ რა პერიოდში უწევდათ მათ თამაში. არავინ იცის დღევანდელ ფეხბურთში, რა ადგილი ექნებოდა დათოს ან დათოსდროინდელ ფეხბურთში ბეილს.
მირზა
11:19 18-10-2016
0
ყიფიანნი და ძმანნი მისნი, რომ დიდებული ოსტატები იყვნენ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა მიმაჩნია, რომ მათი შედარება დღევანდელ ფეხბურთის ვარსკვლავებთან, თუნდაც ბეილთან, უადგილოა. ჩვენ რომ გვქონოდა იმის ბედნიერება, რომ გვეხილა დათო ყიფიანი რომელიმე ევროპულ გრანდში, მაშინ შეგვეძლებოდა რაიმე პარალელის გავლება. ახლა კი ამის საშუალება არ არსებობს. არავინ იცის როგორ აეწყობოდა დათოს კარიერა, მაგალიტად რეალში. იცის ვინმემ, არა. ამიტომ აქ მთავრდება ყველაფერი. ასე რომ.... რაც შეეხება ბეილს, ის თანამედროვე ფეხბურთის მარგალიტია და ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ მკრეხელობაა.
გიგლა
11:07 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული