დღის კარიკატურა: გარეთ ბეილისა და თორნიკე ოქრიაშვილის "იქსი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა უელსიდან ფრე წამოიღო. თამაშის სურათის გათვალისწინებით, ეს სულაც არ არის გასახარი შედეგი. მოგების რეალური შანსი გვქონდა...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

მატჩის შემდეგ უელსელთა ლიდერმა გარეთ ბეილიმ დამცინავად თქვა - თამაში ყველამ ისწავლაო. ოქრიაშვილმა კი მოედანზე უპასუხა: საქართველომ თამაში ყოველთვის იცოდა...

უელსს 5:0-ს უგებდა...
მკითხველის კომენტარები / 25 /
1982 წელს დაასახელეს მსოფლიოს 8 საუკეთესო ფეხბურთელი, მონაწილეობდნენ საუკეთესო ჟურნალისტები მსოფლიოს ოთხი კონტინენტიდან: პირველი იყო მარადონა, მეორე ზიკო, მესამე ყიფიანი, მეოთხე პლატინი, მეხუთე ანტონიონი, მეექვსე სოკრატესი, მეშვიდე რუმენიგე და მერვე კულემანსი; ყიფიანი იყო გენიოსი და მისი შედარება გიგზებთან და ვიღაცეებთან მაგარი მკრეხელობაა; სხვათაშორის ბრიტანეთის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელმა კევინ კიგანმა მის არჩეულ მსოფლიო ნაკრებში სწორედ ყიფიანი შეიყვანა
morte
11 ოქტომბერი 2016 13:18
0
ბოლო კომენტარი მეკუთვნის მე და მივმართავ jijiს:)
მეჭვოფი
11 ოქტომბერი 2016 12:29
0
მსოფლიო ფეხბურთისთვის ერთი რიგითი ფეხბურთელები არიან ყიფიანი, მესხი, მეტრეველი, ჩივაძე და სხვა. აი გიგზი და ბეილი კი ლეგენდები არიან მსოფლიო ფეხბურთის. რამე გაუგებარს ვწერ და ვერ გაგებინებთ თუ უბრალოდ არ გინდათ გაგება? ყიფიანს რომ რეალში ეთამაშა და საუკეთესო ყოფილიყო კიდევ რამეს ვიტყოდი, მაგრამ ის მხოლოდ საბჭოთა მასშტაბით იყო საუკეთესო. ბეილის და გიგზისგან განსხვავებით.
jiji
11 ოქტომბერი 2016 11:57
0
"მეჭვოფის"-ს

ან ასაკი არ გიწყობს ხელს, ან წარმოდგენა არ გაქვ რას ამბობ! გიგზი და ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საქართველოს ნამდვილად ჰყავდა მათზე გაცილებით დიდი ფეხბურთელები! ყიფიანი, მეტრეველი, მესხი, ხურცილავა, ჩივაძე (ეს ბოლო ორნი (მცველები) როგორ უტევდნენ მეტოქის კარს თუ გახსოვს?). ჩამოვთვალო კიდევ?!
jiji
11 ოქტომბერი 2016 11:41
0
აქ რა შუაშია ეს , მარა პირველი ლიგის თამაშებზე რატომ არ წერთ არაფერს?
??????????????????
11 ოქტომბერი 2016 09:36
0
ვინ სად თამაშობდა რა მნიშვნელობა აქვს? უელსმა ძლივს მოახერხა ჩვენთან პირველი ქულის აღება. მანამდე მისთვის სამჯერ გვაქვს მოგებული და შენ გაგიკვირდება და ეს არ მომხდარა "გუცაევის და ყიფიანის დროს" ))) . ასე რომ ვისთან-ვისთან და უელსელებთან ნაღდად გვაქვს სალაპარაკო.

პ.ს. სამწუხაროდ იგივეს აშკარად ვერ ვიტყვი ირლანდიაზე.
kote
10 ოქტომბერი 2016 23:50
0
ის რომ ვიღაცა იწვევდა ყიფიანს და გუცაევს, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რეალის ან მანჩესტერის ლეგენდები გახდებოდნენ. ნიჭიერება ჯერ კიდევ არ ნისნავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდობას. გიგზი მსოფლიო ლეგენდაა,ასეთია ბეილიც.ყიფიანი? გუცაევი? ქინქი? ლოკალური ლეგენდები არიან.იან რაშზე გსმენიათ რამე? ჯონ ტოშაკზე? მარკ ჰიუზზე? გადახედეთ მატ კარიერას და შემდეგ იმსჯელეთ საბჭოთა მასშტაბის ლეგენდებზე
მეჭვოფი
10 ოქტომბერი 2016 21:37
0
აი ეგ ბრექიაობა გვყუპავს სწორედ. რელის ან მანჩესტერის დონის გუნდში რომელ ქართველს აქვს ნათამაშები? შემტევებს ვგულისხმობ. გიგზი არის მან უ-ს ლეგენდა, თან მაშინ როდესაც ეგ გუნდი ბრწყინავდა, ქინქიმ კი სულ 2-3 სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე. აიქსში ფეხი ვერ მოიკიდა და ამითაც დასრულდა მისი უღიმღამო ალბატ მესის დონის ნიჭი ჰქონდა, მაგრამ კარიერა გადააყოლა გულაობას. არველაძეს როგორ ადარებთ ბეილს და გიგზს. ბელამის დონეს ვერ ქაჩავდა შოთა, არათუ გიგზის და ბეილის.
მეჭვოფი
10 ოქტომბერი 2016 21:31
0
ასე პატარა მეხსიერება როგორა აქვს, გაიხსენოს ქინქლაძე და არველაძეების თაობა, უელს-ს სადაც დაიჭერდა, იქ რომ "გამოიჭერდა".
geronti
10 ოქტომბერი 2016 18:51
0
ბეილზე მაგარიც გვყავდა და გიგზზეც, მესხი მსოფლიო ნაკრებში იყო და გუცაევი რეალს უნდოდა, ყიფიანსაც არავინ დატოვებდა დინამოში საძღვრები რომ ღია ყოფილიყო. ჩვენ რომ სწორად ვზრდიდეთ ფეხბურთელებს უელს ყოველთვის მოვუგებდით. ფიზ მომზადება და ტაქტიკა, ტექნიკაში არავის ჩამოუვარდებით და ნიჭი არავიზე ნაკლები არ გვაქვს მეტი თუ არა.
gio
10 ოქტომბერი 2016 18:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული