DAILY MAIL-მა საქართველოს ნაკრებს ტექნიკური ფეხბურთი და პოტენციალი შეუქო

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა DAILY MAIL-მა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნაკრების თამაშს კარდიფში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:1 ითამაშა უელსის ძლიერ გუნდთან.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"საქართველო მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილზეა, 127 ადგილით ჩამორჩება უელსს, მაგრამ კვირა საღამოს მატჩმა აჩვენა, რომ ძალთა თანაფარდობა სულ სხვანაირია.

ივნისში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს ამხანაგური შეხვედრა მოუგო, რამაც აჩვენა, რომ გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი, რაც "კარდიფ სიტი სთედიუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტექნიკური ფეხბურთის ჩვენებით დაგვიდასტურა.

ბოლოსკენ თითქმის სენსაციად
გამოჩნდა, რომ ამ გუნდმა შინ სამი ქულა ვერ წაიღო, რომელიც ბოლო 25 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ მეორე საგარეო გამარჯვება იქნებოდა საქართველოსთვის", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ვაისს!!! ყოჩაღ ბიჭებო!!! ყოჩაღ კობი!!! მადლობა ყველას ვინც მოგვეცით იმედი იმისა, რომ საქართველოში ფეხბურთი კიდევ ფეთქვს... წარმატებები ყველას... ესე გააგრძელეთ თამაში არ მოდუნდეთ და შედეგი უკეთესზე უკეთესი მოვა!!!
mitro
20:07 10-10-2016
0
იმაში, რომ უელსთან ფრე ვითამაშეთ ჩემთვის სულაც არ არის გასაკვირი, ირლანდიასთანაც უნდა მოგვეგო, ვჯობივართ ტექნიკურად და მიუახლოვდით ფიზიკური მონაცემებითაც, აი, თამაშის ორგანიზებით და სტანდარტულების დროს დაცვით და შეტევაშიც ჩამოვრჩებით, სწორედ ასეთი კომპონენტებით შეიძლება მოგვიგონ ამათნაირმა გუნდებმა და თუ პროგრესს გავაგრძელებთ, ფეხბურთელებიც სწორად და მიზანმიმართულად ივარჯიშებენ კლუბებშიც მგონია, რომ უკვე 2020 ის შესარჩევისთვის პირველ 70 გუნდში უნდა ვიყოთ, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.
patrioti
21:40 10-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული