- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
ვფიქრობთ, გულშემატკივრისთვის მისი მოსაზრება საინტერესო იქნება...
- საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა. ჩვენ გვქონდა ორი ურთულესი გასვლითი მატჩი და, რაც მთავარია,
ასევე, ამ ორმა თამაშმა გამოაჩინა რამდენიმე ტენდენცია. მაგალითად, ძალიან მომეწონა ოთარ კაკაბაძე. ასევე მინდა გამოვყო ვაკო გვილია...
ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან დიდი ხანია ელიან გულშემატკივრები. ჩვენ ძალიან კარგად ვუტევდით. ოღონდ, ეგ არის, რომ მოწინააღმდეგის კართან შექმნილ საგოლე მომენტებს გამოყენება უნდა...
ირლანდიასთან მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ამ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და მან იცის, როგორ ათამაშოს გუნდი. სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ უელსთან.
- წეღან ტენდენციები ახსენეთ. კერძოდ, რა ტენდენციებს ამჩნევთ საქართველოს ნაკრების თამაშში?
- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები შეტევით ფაზაში უფრო მრავალფეროვანია. ჩვენ აღარ ვკმაყოფილდებით მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან შესრულებული ორი-სამი პასით და უფრო საფუძვლიანად ვუტევთ. ჩანს, რომ ნაკრებს შეტევაში აქვს დალაგებული, მომზადებული თამაში და ეს არ არის უმნიშვნელო მომენტი.
ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ორ თამაშში გუნდი კარგად იყენებდა ფეხბურთის ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიც არის პრესინგი. დღევანდელ ფეხბურთში ეს აუცილებელი სეგმენტია.
- საინტერესოა, ეროვნულ გუნდში ლიდერს თუ ხედავთ?
- ზოგადად, მე კოლექტიური ფეხბურთის მომხრე ვარ, მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ ნებისმიერ გუნდს სჭირდება ლიდერი. ბოლო ორ თამაშში რამდენიმე ფეხბურთელი იყო გამორჩეული, მაგრამ მე მაინც დავასახელებდი თორნიკე ოქრიაშვილს. მე დავინახე ის, როგორც გუნდის ლიდერი და, ჩემი აზრით, მას შეუძლია, ამ როლში დარჩეს...
ასევე, დავინახე არაერთი კარგი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს ნაკრებს. წეღანაც ვახსენე გვილია და ახლაც ვიტყვი - მან შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. ასევე მინდა გამოვყო ოთარ კაკაბაძე. მანაც ძალიან კარგად ჩაატარა ორივე მატჩი.
- ფაქტია, ახალგაზრდული გუნდი გვყავს...
- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ეს ბიჭები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ეს ძალიან დიდი პლუსია. სწორედ ეს უნდა გვაიმედებდეს.
- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს ნაკრებმა უფრო მეტად?
- უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გვმართებს სტანდარტულ სიტუაციებზე. როცა ჩვენს კართან კუთხური ან ჯარიმა ინიშნება, ფეხბურთელები გაცილებით დიდი ყურადღებით უნდა იყვნენ. ეს აუცილებელია.
აქვე უნდა ვთქვა საბა კვირკველიასა და გურამ კაშიაზე. მათ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს ორივე შეხვედრაში.
- თქვენს ხმაში აშკარად ჩანს ოპტიმიზმი...
- ახლა მართლა იმედიანად ვარ. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა ჩვენი ფეხბურთელები არიან ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში და ეს შანსი არამც და არამც არ უნდა გაუშვან ხელიდან.
- რას იტყვით ვლადიმირ ვაისზე?
- ამ ორ შეხვედრაში მან ნათლად გვიჩვენა თავისი კვალიფიკაცია. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა კარგი ფეხბურთი და რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა, დღეს უფრო მეტი ქულა გვქონოდა, თუმცა წინ არის მატჩები და ქულების მოგროვება სავსებით შესაძლებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"