შეგახსენებთ, რომ რევიშვილმა 7 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც საკმაო პერიოდი გაუცდა. რევიშვილის თქმით, მან ტრავმა სრულად მოიშუშა და თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, ის მოლდოვასთან სათამაშოდ მზად არის.
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]
- ნუკრი რევიშვილს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს და სახეში ფირფიტა ჩაუდგეს
- ნუკრი რევიშვილის
"ვლადიმირ ვაისზე მხოლოდ კარგს ვიტყვი, იმიტომ, რომ ისეთ პერიოდში მოვიდა გუნდში, როცა კახა ცხადაძეს თითქმის ყველაფერი დალაგებული ჰქონდა და ბიჭებს ამის შენარჩუნება გვსურდა... მაგრამ კახა წავიდა და ვაისმა თავისი გამოცდილებით, ხასიათით შეძლო და გუნდი ხელახლა შეგვკრა...
ვაისი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია და მგონია, ნაკრები მის ხელში ბევრს მიაღწევს. ამ 3 თამაშში 5-დან 7 ქულამდე უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ცუდია, რომ სულ გამართლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვქნათ... სამივე შეხვედრაში დალაგებული ფეხბურთი ვითამაშეთ და იმედია, მომავალში მაინც გაგვიმართლებს.
არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში მოლდოვასთან მატჩისთვის. ჩემი მხრივ, ტრავმა სრულად მოვიშუშე და სათამაშოდ მზად ვარ", - გვითხრა რევიშვილმა.