ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე ტურის შეხვედრას მოლდოვასთან 12 ნოემბერს თბილისში გამართავს. მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.

საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს, თბილისში შეიკრიბება.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა 23-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით
ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი)

თავდამსხმელები:
დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ვლადიმირ ვაისმა ის 9 ფეხბურთელიც დაასახელა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია).

მცველები:
ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა, საჩხერე), თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა, საჩხერე).

ნახევარმცველები:
ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა).

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 45 /
hahaს მე კივარ ქუთაისელი და ძალიანაც კარგად მესმის ფეხბურთი ერთიკია ვინც იმას ფიქრობს რო ურალის დუბლები თამაშობს რუსეთის თასზე შემადგენლობაც დამიდოს ამ გუნდის ჩემპზე და მერე ისაუბროს რამდენიც უნდა და კიდე შახტიორის დუბლები უფრო სუსტია ვიდრე ნებისმიერი ქართული გუნდიო ამას რო იტყვი იქ მთავრდება საუბარი კომენტარიც კი ზედმეტია. mamiaს შენ ეტყობა მაგარი ტვინიანი კიხარ მაგრამ .......... დაწერილის აზრში უნდა ჩანდეს.და საერთიდაც ფუჭი არაფლისმთქმელი საუბარი არ მიყვარს ფაქტებით მიყვარს კამათი და არა ჰაერზე თან კითხვა რო ისმება ჯობია იმას გაცე პასუხი ვიდრე ერთიდაიგივე წერო.რუსეთის გუნდები და ჩემპი არის ჩვენზე ძლიერი არის შახტიორის ორივე შემადგენლობა არის ნებისმიერ ქართულ გუნდზე ძლიერი არის ხოდა აქედან დავიწყოთ რა რათმინდა ამნდენი მიკერძოებული საუბარი როცა ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა იცის რო გვყვავს საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები რომელსაც შეუძლია შესარჩევში მსაქიმუმ ერთი ორი თამაშის კარგად ჩატარება და მორჩა.ადმინ უზრდელულ კომენტარებს რატო ატარებ ვერ გავიგე ფეხბურთზე ვისაუბროთ აქ თუ საქმეები ურჩიოთ ეგეთებს.
qutaiseli
17:58 29-10-2016
0
კი მართლა მანდ მთავრდება ყველაფერი. ქართული გუნდებიდან გასაგებად დავწერე: გაფართოებულ შემადგენლობაში მეთქი.ჰოდა მერე ისიც ვთქვი, ტეხავს რომ იწვევენ ურალის დუბლების ტიპს და ის 2 გოლი სიაფანდ თამმაშში გაიტანა, მითუმეტეს კაცი გასული საუკუნის ფეხბურთს თამაშობს. აქ უკვე იმაზე კი არ არის ლაპარაკი ფეხბურთი გესმის თუ არა. საერთოდ გესმის თუ არა? შეურაცმყოფელი კიდევ არ უნდა დაიბეჭდოს.
haha
18:41 29-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული