თემურ ფარცვანია: დიახ, საქართველოს ნაკრებში ჩემი მიწვევის საკითხი განიხილება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, გუნდში უკრაინული "ოლიმპიკის" მცველი თემურ ფარცვანია გამოიძახოს.

- თემურ ფარცვანია და საქართველო: გადაიკვეთება ინტერესები?

როგორც ფარცვანიამ footboom.com-ს განუცხადა, ამჟამად მისი საქართველოს ნაკრებში მოწვევის საკითხი განიხილება.

"კი, ეს საკითხი მართლაც განიხილება", - ციტირებს წყარო ფარცვანიას, რომლის ცნობითაც, ნაკრების წარმომადგენლები ფარცვანიას თამაშს უკვე დაესწრნენ, ფეხბურთელი საქმეში იხილეს და მისი ნაკრებში მოწვევაც ისურვეს.

25 წლის მცველი თბილისში დაიბადა, 2004-ში კი უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. ფარცვანია უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობდა, 2009 წელს
კი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინულმა საიტებმა sportarena.com, footclub.com.ua და ua-football.com-მა ფარცვანია უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული