"ამკარის" გენ-დირექტორი: გიორგი ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს!

AutoSharing Option
"ამკარის" გენერალურ დირექტორ იგორ რეზვუხინის აზრით, გიორგი ჯიქიამ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. მისივე თქმით, ფეხბურთელს არა საქართველოს, არამედ რუსეთის ნაკრებში სურს თამაში.

- ჯიქიამ წელს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ღმერთმა ქნას, მან თამაში ასე გააგრძელოს. ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია და გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება მიაქცია.

- ჯიქიას ხილვა საქართველოს ნაკრებშიც სურთ...
- სანამ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს, მანამდე ეს თემა აქტუალური იქნება. ქართველები მას დიდი ხანია აკვირდებიან.

- ჯიქიასთან მის მომავალთან დაკავშირებით ხომ არ გისაუბრიათ?
- მას რუსეთის ნაკრებში სურს თამაში და ყველაფერს აკეთებს იქ მოსახვედრად. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოწვევა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მკითხველის კომენტარები / 25 /
საქართველოს ნაკრებს დასაძალებელი არაფერი აქვს, თვითონ ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს თუ სად ითამაშებს,ცუდი იქნება თუ საქართველოს ნაკრებს აირჩევს და რუსები მერე მის საკუბო კარიერაში ხელს შეუშლიან,მაგრამ არა მგონია ეს გააკეთონ, რადგან ნაძალადევად ნათამაშები ფეხბურთელი არც მათ უნდა უნდოდეთ,ისე კი კარგი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებს გამოადგებოდა მარცხენა მცველად.
bebeto
18:38 02-11-2016
0
ათამაშებენ ერთხელ და მორჩა, აღარც გაახსენდებათ მერე ....
ტყუილად დაღუპავენ ამ კაცს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული