ვლადიმირ ვაისი: ჩვენი საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება გვსურს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"კარგ და რთულ მატჩს ველით. გვსურს, პირველი გამარჯვება და 3 ქულა მოვიპოვოთ საკუთარ კედლებში. მართალია, ჯერ მატჩი არ გვაქვს მოგებული, მაგრამ თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია.

დღეს იოლი მეტოქე აღარ არსებობს და მოლდოვასთან იოლ შეხვედრას არც ველით. მოლდოვას თბილისში კარგი შედეგის დაფიქსირება ენდომება. მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მათ კარგი მწვრთნელი და რამდენიმე წამყვანი, გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. მათ ყურადღებით დავაკვირდით, გავეცანით
სუსტ და ძლიერ მხარეებს.

მოლდოვა ძალიან კარგია კონტრშეტევაზე. ამიტომ დაცვასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თამაში ისეთი იქნება, როგორადაც ჩვენ ვაქცევთ მას. ჩვენი საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება გვსურს!

ყურადღება გვმართებს. რეალიზების პრობლემა გვაქვს და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ირლანდიასა და უელსთან 10 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვარჯიშებზე რამდენიმე შემადგენლობას ვცდი. კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დგას.

ჯანო ანანიძე ტრავმირებული ჩამოვიდა, მას ექიმები დააკვირდებიან კიდევ, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მოლდოვასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დიდი ანგარიშით ვერ მოვიგებთ!ახლა გვინდა ბურთები, მაგრამ ვინ გაიტანს?
გოგი ქუთაისელი
15:02 08-11-2016
0
ძალიან მძიმე თამაში გველის.ერთი ბურთითაც რომ მოვიგოთ ეს იქნება დიდი წარმატება.ჯერჯერობით ასეთია რეალობა,მიუხედავად პროგრესისა.
jumber
16:16 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული