ჯანო ანანიძე გამოირიცხა - საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს "დინამო არენაზე" ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისმა საწვრთნელი პროცესი სწორედ იმ მოთამაშეებთან ერთად ჩაატარა, რომლებიც მოლდოვასთან შეხვედრის განაცხადში იქნებიან.

ჯანო ანანიძე, რომელიც თბილისში საკუთარი კლუბიდან ტრავმირებული ჩამოვიდა, ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და შაბათს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ნოემბერს, 16.30 წუთზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე კი, 16 საათზე სასტუმრო "ჰუალინგში" ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი "დინამო
არენაზე" 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
რა აიჩემა ამ კაცმა ეს დვალიშვილი
butxa
00:56 11-11-2016
0
რადააშავა ჯაბა დვალმა ერთი თამაშის ღირსი რომ არ გახდა.
გიგა
02:54 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული