მოლდოველთა პრესკონფერენცია: საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით!

AutoSharing Option
მოლდოვას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრ ეპურიანუმ საქართველოსთან მატჩის წინ დღეს, 11 ნოემბერს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

იგორ დობროვოლსკი: "ჩვენ წინა თამაშებში არაერთი შეცდომა დავუშვით. ტაქტიკური შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია და მოთამაშეები ძალიან შეეცდებიან, რომ ხვალ უშეცდომოდ ითამაშონ.

ნამდვილად არ ვიცი ხვალ რა შედეგი დაფიქსირდება, ამას ყველანი ერთად დავინახავთ. ყველა მწვრთნელს გუნდის გამარჯვება სურს და გამონაკლისი არც მე ვარ - გუნდი აქ მოსაგებად ჩამოვიყვანე.

ვნახეთ საქართველოს 3 მატჩი და ყველა ფეხბურთელი კარგად შევისწავლეთ - ვინმეს
გამორჩევა საჭირო არ არის. ჩემი აზრით, დღევანდელ ფეხბურთში გამოკვეთილი ფავორიტები აღარ არსებობენ. ვისაც საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, გულშემატკივარი მას ხშირად ფავორიტად თვლის, მაგრამ ამ ჯერზე ეს ასე არ არის".

ალექსანდრ ეპურიანუ: "აქ კაი განწყობით ჩამოვედით. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები რთული მეტოქეა, თანაც საკუთარ კედლებში თამაშობა, მაგრამ წარმტების იმედი მაინც გვაქვს.

საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ და გუნდურად თუ ვითამაშებთ, მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენთვის სასურველი შედეგი გამარჯვებაა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

- ვლადიმირ ვაისი: მოლდოვასთან თუ ვერ მოვიგეთ...
- საბა კვირკველია: მწვრთნელი ჩვენგან ხვალ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ითხოვს!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ახირებული ამბიციური სლავი წახვალ 0 ქულით ამის დიდი იმედი მაქ ბოროტო
Mandela
16:00 12-11-2016
0
იგორ დობროვოლსკი
კაცი არ იყო თუ არ მოიგო და ისე წახვიდე საქართველოდან :)
QWERTY
14:33 12-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული