ალექსანდრე ამისულაშვილი 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო-სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
15-წლიანი სანაკრებო კარიერა ამისულაშვილმა 2016 წლის 5 სექტემბერს დაასრულა. საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში ალექსანდრემ კაპიტნის სამკლაურით ითამაშა.