საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
20 წთ ადრე ვის გაუგია ცემტრალური თავდამსხმელის გაყვანა და ჩამშლელის შემოყვანა? მგონი ნიჩია ქონდა ჩაფიქრებული ვაისს და ჩვენ ტყუილად ვნერვიულობთ :)
ggg
12 ნოემბერი 2016 23:33
0
ხომ ხედავთ ნასკებივით მწვრთნელების ცვლა არ გვივარგა.ყველა ასაკობრივს დააკვირდით ბოლო 2 წელიწადში სულ აგებენ და შედეგი არგვაქ.ვააასი კაი რომიყოს ჩვენთან ჩამოვიდოდა?იყოს ქართველი მწვრთნელი სულ ნაკრებშI და დიდი ხნით.რაცარუნდა იყოს იციან ქართული ხასიათი და კარგად იცნობენ ფეხბურთელებს.
ვაას გაგყავს თავდასხმელი და სემოგყავს საყრდენი?კანკავა როცა საყრდენი ისედაც გვყავდა საყრდენი დაოშვილი და თან მოლდოვას ეთამაშები ადამიანო 2 საყრდენით?მერე კი იძახი შემტევი ფეხბურთს ვათამაშებო

le777us
12 ნოემბერი 2016 23:33
0
მგონი დროა როგორც ამისულაშვილს მიახვედრა ხალხმა რომ უნდა წასულიყო ასე უნდა მივახვედროთ დვალიშვილი და ვაისი
გულშემატკივარი
12 ნოემბერი 2016 23:32
0
loria magari zanzara mekarea da ki dasajes, makaridze gazilebit stabiluri mekarea da ar izaxeben.
sacha
12 ნოემბერი 2016 23:32
0
-ქართული რეალობა: დაუსრულებელი ნეგატივი. გაერთეთ სხვისი წარმატებებით და უყურეთ უცხოურ არხებს.
zoro.
12 ნოემბერი 2016 23:32
0
Au geyo ra daanebe am sports taviii
Zi10zu
12 ნოემბერი 2016 23:31
0
ვერაფერს იტყვით ხალხზე(ცალკე საქმეა სტადიონზე მოქცევის კულტურა) ადგილი არ იყო თითქმის სტადიონზე ამდენი ხალხი მოვიდა და არვიცი მეორე ტაიმში საერთოდ კარისკენაც არ დაგვირტყამს!)))
svani
12 ნოემბერი 2016 23:29
0
ერთი რამის თქმა შეიძლება ძალიან კარგი მწვრთნელია ვაისი, ფეხბურთელებსაც თამაში შეუძლიათ სანამ ფიზიკურად აქვთ ძალა, მერე დამჯდარი ელემენტებივით დაჭეჭყვა უნდათ, ძაან კარგად იციან ფეხბურთელებმაც რო ბოლო წამამდე თამაში არის საჭირო მაგრამ ძალა რომ აღარ აქვს კაცს ტვინმა რაც გინდა წითელი აანთოს ორგანიზმი იძინებს. და რა მიკვირს მე ხალხი ორ სამსახურში მუშაობს და თან ვარჯიშობენ ტრენეჟორები გინდა თუ რაც გინდა, და ფორმაში არიან, და ფეხბურთელბი სავარჯიშო დარბაზში ფულს არ იხდიან მაგათ ჯამრთელობაზე უფასო ექიმები ზრუნავენ, და ივარჯიშე რა რო ხედავ გჭირდება საქმეში, ხალხს 400 ლარი არცა აქ ხელფასი იქიდან იკლებენ და მიდიან ვარჯიშობენ ყველა პირობა აქვთ და რატო არ ზრუნავენ ბოლომდე უკეთესობისკენ წავიდეს საქმე მე არ ვიცი.
giorgi mgl
12 ნოემბერი 2016 23:28
0
აქიდან ჩანს რა დღეშია ჩვენი ფეხბურთი.მოლდოვა იმსახურებდა მოგებას დღეს.რა უაზრობასაც ვთამაშობდით აქამდე იმ უაზრობას ვთამაშობთ დღესაც.რა არი აქ გასაკვირი?აიჩემეს ეს დვალიშვილი და ქვილითაია.რა ნახეს ამათი ნათამაშევი ან სად ნახეს ამათი გატანილი გოლები.ანტიფეხბურთს თამაშობენ.არ იციან მეტი და რა ქნან.ზოგჯერ რაღაცას წაიბაკუნებენ და გააღმერთებენ ჟურნალისტები.ასე და ისეო ეს ქ ეს და ის ქნეს.ვერაფერიც ვერ ქნეს და ვერც იზამენ.იმიტო რო კლასი არააქვთ დიდი ფეხბურთის სათამაშო.ესენი არიან უკვე ჭ კლასიც არარიან.
გოგა
12 ნოემბერი 2016 23:27
0
ეს ....რომ ტოტალიზატორზე თამაშს დაიწყებენ, წელიწადში ერთი თამაშის მოგების შანსი აქვთ და იმასაც მაზავენ, აბა უელსში ქულას ტყუილად ვინ მიცემდათ, დაანახეს ხალხს ნახეთ რა ნაკრებია ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, უელსთან ფრე გასვლაზე და სახლში უსუსურ მოლდოვას როგორ ვერ მოუგებენო და აჰა შედეგიც სახეზეა. ეს ნახირი სანამდე უნდა ...))
megre
12 ნოემბერი 2016 23:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული