საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
chatkobili tamashi iko 100%, am totalizatorebis gadamkide fexburtis kureba ar girs.
deme
12 ნოემბერი 2016 23:27
0
ეხლა ეკრანს ხო უყურებთ, ძმებო? მარჯვენა მხარეზე შეხედეთ, "ბუთქუნა და თამაზას" ბმულია როა, მაგას უყურეთ და გული გადააყოლეთ. მეტი პოზიტივია საჭირო. დაე, ოპტიმიზმმა არასოდეს დაგვტოვოს ქართველობა!:)
giglia
12 ნოემბერი 2016 23:27
0
ეს ვაისი ქეცბაიას გავს :) აგებს და არ მიდის. რა უნდოდათ ცხადაძესგან? ვაისმა წააგო. 3 წელია დვალიშვილს 3 გოლი არ აქვს გატანილი და რა გადაგვაყოლა ხომ ხედავს ვერ თამაშობს.იქნებ გვაღირსოს როდისმე ვაისმა და 2 თავდამსხმელი დააყენოს სასტარტოში. ეხლა გამოდით და იძახეთ პროგრეს ვხედავთო :)
vaisi
12 ნოემბერი 2016 23:26
0
ბალერინები არიან,დახურეტ რა ეს გუნდი!!!
Deus
12 ნოემბერი 2016 23:25
0
გვილია არ მომეწონა დღეს, ლორიაზე საუბარი ხო ზედმეტია საერთოდ. თამაშიც რაღაც უცნაური მეჩვენება, დავიჯერო ახლა უელსთან გასვლაზე ნათამაშები ფრეს მერე მოლდოვას რომ სახლში ვერ მოვუგებდით.
ბესო
12 ნოემბერი 2016 23:25
0
ფსიქოლოგიურად სუსტი ფეხბურთელები გვყავს.
dato
12 ნოემბერი 2016 23:22
0
არაბიძე რათომ არ შემოუშვა?ან ორი ჩამშლელი დაუშვილი და კანკავა რათ უნდოდა? მოკლედ ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც წააგო დღეს. დღეს საქართველოს დღე არ იყო ალბათ (თუ რაგბსაც გავითვალისწინებთ)
auuuu
12 ნოემბერი 2016 23:22
0
ფეხბურთელები ... ,მაგრამ ხალხო რისთვის მოდიხართ სტადიონზე გუნდმა ბურთი გაუშვა 15 წუთია წინ და იწყებთ სტვენას და გინებას.,..ამ დროს უნდა მხარდაჭერა გამხნევება თკვენ კი ...
babu_ბბ
12 ნოემბერი 2016 23:21
0
Ai dvalishvili rato ra ponyahi shemoiyvana magis shemosvla da shetavashi degeneratobebjs keteba ertia raa vabshe verapers ver aketebs es pexburteli ro shemovida vipiqre kidec ro dadgeboda gundi da asec moxda
Tornike
12 ნოემბერი 2016 23:19
0
მეტისმეტია რა!
დინამო
12 ნოემბერი 2016 23:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული