საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
ლორიამ ინამუსოს გაჰყვეს ამისულაშვილს მერამდენე თამაში უნდა ჩააგდოს
მინდია
23:14 12-11-2016
0
არ იქნება მაგათი საშველი. მწვრტნელა დაუშვა შეცდომა.ღოგორც კი გოლი გაიტანეს იმწამსვე შეაჩერებინ აქტიური შეტევა და აგორებინა ბურტი უკან. არავისთან არ შეიძლება ეგრა თამაში. ყველას გაუვერდება, თან ისეთ დროს როდესაც არ ელოდები. ამ ქვილითაიას კაჭარავა ბევრად სჯობ, ტექნიკით ჯიგრით და გოლის ყნოსვით. მეორე ტაიმშიც დაახევინა უკან და არასჭორი შეცვლები გააკეთა. დვალიშვილს გადახდილი აქვს თუ რა უნდა ამ გუნდშIი. აზრზე არ არის. Bურთის მოგერიება კიდევ ვერა და ვერ ისწავლე, ყველა როგორ უნდა ეჭრებოდეს ბურთი, რავა დაფეხვილები არიან სულ? და ბოლოს მორჩეს უნდა ყველა მოლდოვას ორივე უნდა მოვუგოთ და ირლანდიასაც და უელსაც საქართველოშიო, ასევე გამოვიდათ რაგბშიც, იაპონის მოვუგებთ მერე სამოას და იმედია შოტლანდიას იქ დავამარცხებთო. კარგით რა რატომ გაგირბით ენა წინ. თავს ითარსავენ და მერე უკვირთ.
Niko
23:14 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული