თორნიკე ოქრიაშვილი: ვულოცავ გაცკანს - მან კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა 12 ნოებერს მოლდოვას წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით. მაშინ, როცა მეორე ტაიმში მეტი მობილიზება, შეტევა და მომენტების რეალიზება გვმართებდა, ეს ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა.

ვულოცავ ალეხანდრუ გაცკანს, რომელმაც კარიერაში პირველად გაიტანა ასეთი გოლი. ჩვენ კი ყველაფერი საკუთარ თავებს დავაბრალოთ.

ვფიქრობ, გულშემატკივარი შემდეგ თამაშებზეც მოვა და მხარს დაგვიჭერს. ბოდიშს ვუხდი მათ დღევანდელი მატჩისთვის", - განაცხადა
ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
უეფაში გააგზავნეტ განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ნაკრების მონაწილეობით ტაიმები 20- 20 წუთიანი იყოს რომ ამათ გული არ აუჩქარდეთ.
დავითი
13:08 13-11-2016
0
ფედერაციამ აგოს პასუხი ჩამოიყვანეს გრანდები 19წ და ხალხის ნერვებზე თამაშობენ ჩამოიყვანეს ვაისი ხელფასისისს წილში ჩაუჯდენ ცხადაძეს ვერ გაუბედეს რა განსხვავებულს თამაშობენ დახსნეს მწვრთნელები შედეგის მიხედვით გადაუხდით ხელფასებსო ეს არის შედეგი რაც თქვენ მოხვედით ასაკობრივს გოლი არ გაუტანია ასაჯანას ჩემი მტერი მიუდგეს ორი თვე არ აცადეთ ელიტ რაუნდი რო დაესრულებია და ვასკამ სად მიყვანილი საქმე 17წ რა ქნა სამარცხვინო იყო თქვენი ყველა გადაწყვეტილება გააკეთოს კომენტარი კობიაშვილმა მუჯირმა ჭუმბურიძემ ხიჩიგაშვილმა რა ხდება ქართულ ფეხბურთში თქვენ რო ნამუსი ქონდეთ ჩუმად უნდა გაიპაროთ
misha
17:27 13-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული