გურამ კაშია: გაცკანს მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 12 ნოებერს მოლდოვის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"შედეგი უარყოფითია. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა - მოსაგები თამაში იყო და მეტი გვმართებდა, აუცილებლად მეორე გოლზე უნდა გვეთამაშა. მსგავს თამაშებში მეორე გოლი აუცილებლად გჭირდება, რადგან ყოველთვის შესაძლებელია, ასეთი ბურთი გაუშვა.

გაცკანმა ისეთი დაარტყა, ვფიქრობ, ვერასდროს გაიტანს ასეთ გოლს - მაინცდამაინც ჩვენთან გამოუვიდა.

პირველ ტაიმში თამაში ვაკონტროლეთ, მეორეში - ვეღარ, რადგან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ და
ამის ფონზე თამაშის კონტროლი რთულია. უაზრო გადაწყვეტილებებიც ბევრი იყო.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია დღევანდელი თამაში იმიტომ, რომ ვიცი, ხალხს იმედი ჰქონდა და ეს იმედები გავუცრუეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი იგივეს გრძნობს. თამაშის შემდეგ გასახდელში ყოფნა ჩემთვის რთული იყო.

რთულია, დღეს ფეხბურთში რაიმე წინასწარ დაგეგმო. ხო ხედავთ, დავგეგმეთ დღეს მოგება და ვერ მოვიგეთ. უელსმა ჩვენთან დაგეგმა 3 ქულა და 1 მოიპოვა. მომავალს პოზიტიურად უნდა შევხედოთ", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაცკანს თქვენისთანა საცოდავ ვაიფეხბურთელებთან გამოსდის :(((((
გაცკანის ფანი
13:58 13-11-2016
0
ყველა მეტოქეს სერიოზულად უნადა მიუდგეთ და ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ,კლუბებში სერიოზულად უნდა მოემზადონ.
bebeto
14:15 13-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული