"ქართული სპორტის ქომაგების" პერფორმანსი საქართველო-მოლდოვის მატჩზე [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებების დაპირისპირების დროს, "ქართული სპორტის ქომაგებმა" პერფორმანსი შეასრულეს.

ქვეყნის ჰიმნების დროს, "ქომაგების" ტრიბუნის წინ დიდი ბანერი გაიშალა, რომელზეც ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი იყვნენ. ბანერზე გოლის აღნიშვნის მომენტი იყო გამოსახული. პარალელურად, ტრიბუნაზე საქართველოს დროშები ფრიალებდა, მათ თავზე კი წარწერა - IT'S TIME TO WIN.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული