საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

AutoSharing Option
24 ნოემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა, წინა თვესთან შედარებით, 3 საფეხურით წაიწია და ახლა 281 ქულით 119-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნოემბერში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ერთი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვას უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

რეიტინგს სათავეში კვლავ არგენტინის ნაკრები უდგას. მეორე ადგილზე აღზევდა ბრაზილიის ნაკრები, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია მესამეზე დაეშვა. რეიტინგში მეოთხე ჩილეს ნაკრებია, რომელიც 2 საფეხურით დაწინაურდა,
შემდეგ კი ბელგია და კოლუმბია მოდიან. საფრანგეთის ნაკრები რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, მის უკან ურუგვაი, პორტუგალია და ესპანეთი არიან.

TOP-ათეული
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ?
status quo
18:21 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული