საქართველოს ნაკრები იანვარში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოსა და იორდანიის ფეხბურთის ფედერაციების მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის იანვარში, დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 25 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ასევე დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ
მატჩს ჩაატარებს


gff.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
კობი რომ დაჯდა პარლამენტში რათ უნდოდა- მიხედოს ნაკრებს მაინც- მაგრამ აწი სად ეცლება დეპუტატია!!!ვავა ვავა ამან დაგვღუპა ჩვენ!!
ვავა
16:07 05-01-2017
0
ვისაც გჯერათ რომ კობის უნდა ქართული ფეხბურთის აღმავლობის გზაზე დაყენება, ჯვარი გწერიათ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა! ეს ყოფილი ფეხბურთელები მაგარი ამბიციური და ფულის მოყვარულები ყოფილან, საცოდავები, ფულზე სამშობლოს გამყიდველის ცხვირი შევარცხვინე, გინდ ფეხბურთელი იყოს და გინდ პოლიტიკოსი!
grinia
16:27 05-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული