"ეთნიკოსი" ნიკა კაჭარავას და გუგა ფალავანდიშვილს ეროვნულ ნაკრებში არ უშვებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში "ეთნიკოსის" ორ ფეხბურთელ, გუგა ფალავანდიშვილსა და ნიკა კაჭარავას უხმო, მაგრამ ვერცერთი ჩამოდის.

მართალია, ფალავანდიშვილი ჯერ ოფიციალურად არაა "ეთნიკოსის" ფეხბურთელი, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს ორშაბათს, 9 იანვარს გააფორმებს.

საქმე იმაშია, რომ კაჭარავას და ფალავანდიშვილს ეროვნულ ნაკრებში კლუბი არ უშვებს, მიზეზი კი ისაა, რომ "ეთნიკოსს", რომელიც 17 ტურის შემდეგ 18 ქულით ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა, მნიშვნელოვანი მატჩები ელის და ორივე ფეხბურთელი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს
ეროვნული ნაკრები იანვარში, დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ჩვენი ნაკრები უზბეკეთის, ხოლო 25-ში იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამოდიტ იმ სიბინძურედან გამოიპარეთ მაინც
gocha
10:31 06-01-2017
0
ესეიგი კარგები არიან
temo
10:32 06-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული