ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ბუდუ ზივზივაძესაც უხმო

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის "სამტრედიას" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძეც იხმო.

შეგახსენებთ, რომ 13 გატანილი გოლით ზივზივაძე გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ზივზივაძეს ეროვნული ნაკრების მაისური აქამდე არასდროს მოურგია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში, დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ჩვენი ნაკრები უზბეკეთის, ხოლო 25-ში იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამტრედიელს! ნანახი ჰყავს...ჩვენ, იმაზე ვიფიქროთ, ამ თამაშებს თუ ვნახავთ....
მიშა63
14:30 08-01-2017
0
ამ მატჩების რეპორტაჟიბე ექნება სფფ-ს?
Guadua
14:54 08-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული