SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A-ს 1/4-ფინალური წყვილების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
26 თებერვალს, ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს. სუპერლიგა A-ში 1/4-ფინალური წყვილების ვინაობაც გაირკვა.

VII ტურის მატჩები სუპერლიგა B-ს გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტისა და "ვივუსის" გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 0:2-ის შემდეგ სტუდენტებმა ბრწყინვალე "ქამ ბექი" შეასრულეს და საბოლოოდ 4:2 იმარჯვეს.

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა "ევროკრედიტმა", რომელმაც "ჯვაროსნები 2"-ს 8:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მათ ეს უპირატესობა მეორე ტაიმის შუაში განიმტკიცეს, როდესაც 90 წამის განმავლობაში 4-ჯერ
(!!!) აიღეს მეტოქის კარი, რაც სეზონის ერთგვარი რეკორდი და ანტირეკორდია.

დაგეგმილი, თუმცა საკმაოდ მძიმე გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, Funday Entertainment-მა, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა "უნიკრედიტი".

დამაჯერებელი ანგარიშით, თუმცა არცთუ იოლად იმარჯვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც "თელავი" დაამარცხა - 4:0. მაყურებელმა ოთხივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში იხილა.

სენსაციური აღმოჩნდა ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ზესტაფონის "ფერო" და ამ ტურამდე უქულოდ მყოფი ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი დაუპირისპირდნენ. "კურსანტებმა" სადებიუტო სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვეს - 7:5, რითიც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდათ.

სუპერლიგა B-ს წრიული ეტაპის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც გაირკვევა პლეი-ოფში გასული და სუპერლიგის თასზე მოასპარეზე რვა გუნდის ვინაობა.

26.02.2017. სუპერლიგა B. VII ტური
FC VIVUS.GE - FC UG 2:4
სკ ევროკრედიტი - სკ ჯვაროსნები-2 8:0
FUNDAY ENT. - UNICREDIT.GE 2:1
კსუ/CIU - სკ თელავი 4:0
სკ ფერო - ეთა 5:7

ბომბარდირები: მიხეილ იორამაშვილი (უნიკრედიტი) - 8, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), ნოდარ ჯიბლაძე (UG) - 7, თეიმურაზ ექიზაშვილი (FUNDAY) - 6

VII ტურით დასრულდა რეგულარული სეზონი სუპერლიგა A-ში.

სატურნირო ცხრილში პირველობა არავის დაუთმო სკ პსპ-მ, რომელიც ბოლო ტურში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდა და 5:3 დაამარცხა.

დამაჯერებლად იმარჯვა მფკ "ნატახტარმა". ალიკ სარქისიანის გაწვრთნილებმა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს სძლიეს - 4:0 და წრიული ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულეს.

ამის მთავარი მიზეზი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის მიერ დაკარგული ქულებია. კვირას მარტვილში გამართული სუპერთასის გამო სფფ თითქმის განახევრებული შემადგენლობით დაუპირისპირდა გათამაშების აუტსაიდერ "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა - 2:2. ზემოიმერლებისთვის კი ეს ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მათ ბოლო ადგილისთვის დაეღწიათ თავი, ვინაიდან იმარჯვა მათმა მთავარმა კონკურენტმა, სკ "ჯვაროსნებმა", რომელმაც "ტვ იმედის" გუნდი დაამარცხა მძიმე ბრძოლაში, 4:2 და ბოლოს წინა ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

26.02.2017. სუპერლიგა A. VII ტური
სდსს - FC PSP 3:5
მფკ ნატახტარი - CFCP 4:0
GM ჭიათურა - სფფ 2:2
ტვ იმედი - სკ ჯვაროსნები2:4

ამრიგად, გუნდები 1/4-ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
FC PSP - GM ჭიათურა
მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები
სფფ - ტვ იმედი
სდსს - CFCP

ბომბარდირები: კახა კალაძე (სფფ), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 13, ალექსანდრე იაშვილი (სფფ) - 9, ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ) - 8, გიორგი აფციაური (პსპ) - 7

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული