თბილისური სათამაშო დღის სტარტი, რეკორდულად უხვგოლიანი გამოდგა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მფკ ტატიშვილითბილისი ვარიორსს დაუპირისპირდა და 22:2 დაამარცხა. 5-5 გატანილი გოლია I წრის საუკეთესო ფეხბურთელის ლაშა სიგუნავას და ზურაბ ლუკავას ანგარიშზე, პოკერით გამოირჩა ეროვნული ნაკრების კაპიტანი დავით ბობოხიძე.
მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს იბსუ და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ მფკ აფხაზეთის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ამ მოგებით "ზღვისპირელებმა" 16 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში
ტური დაძაბული შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ მფკ მგლები და მფკ თბილისი წარსდგნენ. სატურნირო თვალსაზრისით ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, გამარჯვების შემთხვევაში "დედაქალაქელები" საპლეიოფო ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდებოდნენ, მგლებისთვის კი ამ მატჩში დამარხცება თითქმის ოთხეულს მიღმა დარჩენის ტოლფასი იქნებოდა.
მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა მატჩის პირველი ნახევარი უგულოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მანუკ მხითარიანმა "თბილისი" დააწინაურა, თუმცა ათ წუთიან ინტერვალში, ექს-თბილისელი ლაშა ჯანელიძის გოლით და სერგი მაჭარაშვილის "დუბლით" უკვე "მტაცებლები ფლობდნენ ორ ბურთიან უპირატესობას.
თბილისის ფეხბურთელები ბევრს ეცადნენ მატჩის გადარჩენას, თუმცა მხოლოდ მინიმუმამდე შეძლეს სხვაობის შემცირება, დასრულებმადე ორ წუთ ნახევრით ადრე გოლი ოთარ კუხალეიშვილმა გაიტანა. საბოლოოდ 3:2 მგლების სასარგებლოდ და რევანში პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო (2:6).
03.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. X ტური
მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი ვარიორსი 22:2 (7:0)
გოლები: 06:59’ ბობოხიძე (1:0), 08:01’ სიგუნავა (2:0), 11:11’ კობაიძე (3:0), 14:49’ სიგუნავა (4:0), 15:51’ ლუკავა(5:0), 19:09’ ბობოხიძე (6:0), 19:41’ სილაგავა (7:0), 21:41’ სიგუნავა (8:0), 22:19’ ლუკავა (9:0), 23:10’ ბობოხიძე (10:0), 23:20’ ბობოხიძე (11:0), 25:05’ კობაიძე (12:0), 25:48’ ლუკავა (13:0), 26:13’ ლუკავა (14:0), 26:42’ კაკაბაძე (15:0), 27:19’ გეგეშიძე (15:1), 29:14’ მურცხვალაძე (16:1), 30:47’ ლუკავა (17:1), 37:32’ მურცხვალაძე (18:1), 37:45’ სიგუნავა (19:1), 38:07’ სიგუნავა (20:1), 38:33’ ჭანუყვაძე (21:1), 39:35’ ბერტრანი ს.კ (22:1), 40:00’ ნადირაძე (22:2)
გაფრთხილება: 15:27’, 36:38’ ალფონსე ები (ვარ), 36:38’ სილაგავა (ტატ)
გაძევება: 36:38’ ალფონსე ები (ვარ)
მფკ იბსუ - მფკ აფხაზეთი 3:5 (1:2)
გოლები: 02:32’ ღუღუნიშვილი (0:1), 15:58’ კვარაცხელია (0:2), 19:30’ ჩიმაკაძე (1:2), 20:29’ ჩიმაკაძე ს.კ (1:3), 24:18’ ღუღუნიშვილი (1:4), 33:45’ ჩიმაკაძე (2:4), 37:13’ ჩიმაკაძე (3:4), 39:09’ კვარაცხელია (3:5)
გაფრთხილება: 09:25’ ჩიმაკაძე (იბსუ), 17:20’ მაჩიტიძე (აფხ), 34:12’ დევაძე (იბსუ)
მფკ მგლები - მფკ თბილისი 3:2(0:0)
გოლები: 23:21’ მხითარიანი (0:1), 28:02’ ჯანელიძე (1:1), 28:24’ მაჭარაშვილი (2:1), 32:31’ მაჭარაშვილი (3:1), 37:35’ კუხალეიშვილი (3:2)
გაფრთხილება: 16:28’ კუხალეიშვილი (თბ), 22:40’ მელანაშვილი (მგლ), 25:01’ სანიკიძე (თბ)
შეგახსენებთ, რომ მეორე წრემ სტარტი 28 თებერვალს ბათუმში აიღო, სადაც X ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
28.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. X ტური
მფკ დინამო (ბთ) - სტუ-თელასი 6:11 (3:3)
გოლები: 01:18’ გალოიანი (1:0), 04:34’ მალაყმაძე (2:0), 10:57’ გალოიანი (3:0), 12:12’ კურბანოვი (3:1), 16:31’ სოზაშვილი (3:2), 19:39’ თოფურია (3:3), 21:57’ სოზაშვილი (3:4), 22:38’ კურბანოვი (3:5), 23:01’ გალოიანი (4:5), 23:53’ კურბანოვი (4:6), 24:16’ სოზაშვილი (4:7), 26:18’ მაისაია (4:8), 28:19’ თოდაძე (5:8), 30:16’ თოფურია (5:9), 35:24’ სოზაშვილი (5:10), 36:25’ მახარაძე (6:10), 37:17’ კურბანოვი (6:11)
მფკ ბსუ- მფკ აგორა3:4 (1:1)
გოლები: 10:31’ ნიკვაშვილი (0:1), 14:57’ ბროლაძე (1:1), 22:29’ ნიკვაშვილი (1:2), 34:35’ მახარაძე 6მ. (2:2), 37:50’ რუხაძე (3:2), 38:29’ ნიკვაშვილი (3:3), 39:43’ დაჩანიძე (3:4)
გაფრთხილება: 31:38’ , 34:32’ ჭიაბერაშვილი (აგო), 35:56’ ჯალაღანია (ბსუ)
გაძევება: 34:32’ ჭიაბერაშვილი (აგო)
ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 23, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 19, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი)- 17, შოთა თოფურია (თელასი) - 15
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge