სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის XI ტურის მატჩებით დაიწყო. გასავარდ ზონაში მყოფმა "აჭარა ჯგუფმა" უშუალო კონკურენტი "ელიტა ბურჯი" დაამარცხა - 8:3.
საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება შედგა "ავერსისა" და "ბანკ რესპუბლიკის" გუნდებს შორის, რომელიც "ფარმაცევტთა" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა "ევროპაბეთმა" "მინას" სძლია - 4:1.
19.03.2017. ვერცხლის ლიგა.
ლიბერთი ბანკი - კუბიკი 3:0
დომინოს პიცა - ბაქსვუდი 0:3
საქრუსენერგო - საქართველოს ბანკი 0:3
ელიტა ბურჯი - აჭარა ჯგუფი 3:8
ავერსი - ბანკი რესპუბლიკა 2:0
ევროპაბეთი - მინა 4:1
ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ნიკა გვაზავა (ავერსი) – 18, ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი) - 17
1/4-ფინალისტთა ვინაობა გაირკვა სუპერლიგა B-ში.
წრიული ეტაპის დასკვნით, IX ტურში გათამაშების ლიდერმა Funday Entertainment-მა "თელავი" დაამარცხა დიდი ანგარიშით - 11:0 და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა "ევროკრედიტისა" და საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება, რომელიც "სტუდენტების" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა "ვივუსმა", რომელმაც ზესტაფონის "ფერო" დატოვა უქულოდ.
მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო "ჯვაროსნები 2"-მა, რომელმაც "საუკეთესო რვიანს" მიღმა "უნიკრედიტი" დატოვა. წრიული ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია - 5:2.
19.03.2017. სუპერლიგა B. IX ტური
Funday Ent - სკ თელავი 11:0
სკ ევროკრედიტი - FC UG 2:4
FC Vivus.ge - სკ ფერო (ზეს) 4:2
სკ ჯვაროსნები 2 - Unicredit.ge 2:1
კსუ/CIU - ეთა 5:2
1/4-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
Funday Ent - სკ თელავი
კსუ/CIU - სკ ფერო (ზეს)
სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge
FC UG - სკ ჯვაროსნები 2
პირველი შეხვედრები 26 მარტს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.
ბომბარდირები: გიორგი ლეჟავა (ფერო), ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 11, გიგი მამალაძე (ვივუსი), ნოდარ ჯიბლაძე (UG) - 9
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge