ფუტსალის ლიგა 2016/17: ოთხეული გაირკვა, 26 მაისს პლეი-ოფი იწყება!

AutoSharing Option
23 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის 2016/17 წ.წ გათამაშების რეგულარული სეზონის დასკვნით, მე-18 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. სწორედ ბოლო ტურში უნდა გარკვეულიყო, პლეი-ოფში მოთამაშე მეოთხე გუნდის ვინაობა.

სათამაშო დღე, მფკ ტატიშვილისა და მფკ აფხაზეთის დაპირისპირებით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, რეგულარული სეზონის გამარჯვებულს და გათამაშების მთავარ ფავორიტებად აღიარებულ "მედიკოსებს", არ გასჭირვებიათ მორიგი სამი ქულის მოპოვება. 9:0 ტატიშვილის სასარგებლოდ. ხუთი გოლია ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის მებრძოლი, ლაშა სიგუნავას ანგარიშზე.

მომდევნო დაპირისპირება გაცილებით პრინციპული მნიშვნელობის იყო. იმისათვის, რომ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად, შანსი ბოლომდე
ქონოდათ შენარჩუნებული, მფკ თბილისს, გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი აუცილებლად უნდა დაემარცხებინა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ფავორიტისთვის ეს შეხვედრა ვერ გამოდგა "იოლი გასეირნება". მიუხედავად თბილისის ფეხბურთელების უპირატესობისა, უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბებულმა "სტუდენტებმა" მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობაში ამყოფეს მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორი, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა - 6:4 თბილისის სასარგებლოდ, რომლის მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი, ტურის დასკვნით შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა.

მანამდე კი ამ გამარჯვებით "დედაქალაქელებმა" აბსოლიტურ ფორმალობად აქციეს, ოთხეულისთვის მებრძოლი მფკ დინამო ბათუმისა და უკვე მესამე ადგილზე დამკვიდრებული მფკ აგორას დაპირისპირება. შეხვედრა განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე წარიმართა და საბოლოოდ აგორას გამარჯვებით 7:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს "ფინანსისტების" სადებიუტო წელია ფუტსალის ლიგაში და შესაბამისად რეგულარული სეზონის მესამე ადგილზე დასრულება და 1/2 ფინალში მოხვედრა უკვე წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ცენტრალური შეხვედრის სტატუსს ატარებდა ტურის დასკვნითი დაპირისპირება მფკ სტუ-თელასსა და მფკ მგლებს შორის, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი მოიპოვებდა 1/2 ფინალის მეოთხე საგზურს. მგლები გამარჯვების შემთხვევაში ინაღდებდნენ მეოთხე ადგილს, ნებისმიერი სხვა შედეგი კი თბილისს აძლევდა ხელს.

მატჩის დასაწყისი უდაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა - მატჩის მე-9 წუთზე "მტაცებლები" 5:0 (!!!) ამარცხებდნენ მეტოქეს და თითქოს სენსაციას წინა არაფერი ედგა, მაგრამ "მგლებმა" დიდხანს ვერ შეძლეს "მგლური" თამაში. "ენერეგტიკოსებმა" ჯერ პირველ ნახევარი შეძლეს სხვაობის სამ ბურთამდე შემცირება, ხოლო მეორე ტაიმში, მიუხედავად არცთუ სახარბიელო სიტუაციისა, მაინც მოახერხეს შეხვედრის შემოტრიალება და 11:9 გაიმარჯვეს, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ბოლო 1/2 ფინალისტი მფკ თბილისი გახდა.

23.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . XVIII ტური
მფკ აფხაზეთი - მფკ ტატიშვილი 0:9 (0:2)
გოლები: 07:34’ სიგუნავა (0:1), 08:18’ კეკელია (0:2), 22:14’ სიგუნავა (0:3), 24:12’ სიგუნავა (0:4), 27:05’ ბობოხიძე (0:5), 28:19’ ბობოხიძე (0:6), 29:19’ სიგუნავა (0:7), 36:55’ კაკაბაძე (0:8), 38:02’ სიგუნავა (0:9)

მფკ თბილისი - მფკ იბსუ 6:4 (2:1)
გოლები: 02:37’ ღუდუშაური (1:0), 11:33’ მამაცაშვილი (1:1 6მ), 14:30’ კუხალეიშვილი (2:1), 21:34’ ღუდუშაური (3:1), 22:05’ კუხალეიშვილი (4:1), 22:57’ მამაცაშვილი (4:2), 29:12’ ესებუა (4:3), 32:48’ მხითარიანი (5:3), 34:2’ ღუდუშაური (6:3), 38:19’ ბ.მამაგულაშვილი (6:4)

მფკ დინამო (ბთ) - მფკ აგორა 5:7 (1:4)
გოლები: 00:21’ შამილაძე (1:0), 01:55’ ბერიძე (1:1 ს.კ), 04:24’ ლუკავა (1:2), 18:15’ ნინოშვილი (1:3), 19:57’ ალავიძე (1:4), 22:28’ მ.დოლიძე (2:4), 24:49’ წინწკალაძე (2:5), 27:05’ დაჩანიძე (2:6), 31:26’ წინწკალაძე (2:7), 32:34’ ბერიძე (3:7), 34:55’ შამილაძე (4:7), 35:58’ ბერიძე (5:7)
გაფრთხილება: წინწკალაძე (აგო)

მფკ სტუ-თელასი - მფკ მგლები 11:9 (3:6)
გოლები: 00:05’ მაჭარაშვილი (0:1), 00:48’ მაჭარაშვილი (0:2), 03:53’ გიორგაძე (0:3), 06:56’ ქსოვრელიშვილი (0:4), 08:28’ ჯანელიძე (0:5), 12:01’ წვერავა (1:5), 13:19’ კურბანოვი (2:5), 16:45’ ძაგანია (2:6), 17:10’ თოფურია (3:6), 20:56’ მაჭარაშვილი (3:7), 22:01’ წვერავა (4:7), 23:38’ სოზაშვილი (5:7), 24:38’ ბოკერია (6:7 6მ), 29:09’ სოზაშვილი (7:7), 29:39’ წვერავა (7:8 ს.კ), 30:15’ სოზაშვილი (8:8), 32:23’ ასათიანი (9:8), 33:17’ სოზაშვილი (10:8), 34:35’ სოზაშვილი (11:8), 37:53’ მაჭარაშვილი (11:9)
გაფრთხილება: 16:14’ ბოკერია (თელ)

სატურნირო ცხრილი და პლეი-ოფის ბადე (იხ ბმული)

1/2 ფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება. პირველ შეხვედრებს გუნდები 26 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. 16:00 სთ-ზე სტუ-თელასი აგორას დაუპირისპირდება, ხოლო მფკ ტატიშვილისა და მფკ თბილისის დაპირისპირება 18:00 სთ-ზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის ხილვა ტრადიციულად, ვებ-გვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 37, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 35, არმენ გალოიანი (დინამო) - 25, ზურაბ ლუკავა, დავით ბობოხიძე (ტატიშვილი) - 22

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ-პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული