"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა

AutoSharing Option
გასული კვირის ბოლოს Trophy Tour-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უეფას ფუტსალის თასით თბილისის საფეხბურთო სკოლები მოიარეს: "ოლიმპიკში", "საბურთალოში", 35-ე სკოლაში, "ოლიმპში", "ბაქსვუდში" და სხვაგან საგანგებო ფოტოსესიები მოაწყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ უეფას "ოთხთა ფინალის" მაისურები, სფფ-ის პრეზიდენტმა კი ბურთები დაარიგა. ამას გარდა, მათ საჩუქრად ტურნირის ბილეთები გადაეცათ.

"ოთხთა ფინალის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 22 აპრილს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა "იბერია სტარის" ფეხბურთელებთან, ტურნირის ელჩ არჩილ არველაძესთან და სხვადასხვა ასაკობრივი
ნაკრების მოთამაშეებთან ერთად "გრეხეტბოლი" ითამაშეს. ტურნირზე დასასწრები ბილეთები იქაც გათამაშდა.

დაბოლოს, "იბერია სტარის" ხელმძღვანელობამ "ოთხთა ფინალისთვის" განაცხადი წარადგინა, რომელიც ერთი კვირის წინანდელი ვარიანტისგან ოდნავ განსხვავდება.

მეკარეები: 1. ერიკ აკოპოვი, 15. სელინიო;
წინახაზელები: 2. რაფა, 3. ალექსანდრე ძაბირაძე, 5. ფუსტე, 7. გოგა ალთუნაშვილი (კ), 9. აუგუშტო, 10. მარსელი, 17. ლუსიო, 19. მარკო პერიჩი, 22. გაგა თიბილაშვილი, 30. კუმანო, 77. ვახტანგ ჯვარაშვილი, 99. ფაბინიო.

ერთი კვირის წინ "იბერიას" განაცხადში იყვნენ ბრაზილიელი ლეგიონერები - დუდა და ეზეკილი, მაგრამ ისინი მწვრთნელ სერჟიო ბენატისთან ერთად გაუშვეს.

სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების ლიდერი მარკო პერიჩი და გაგა თიბილაშვილი დაიმატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება
"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა
უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული