უეფამ საქართველო უარით გაისტუმრა, ბოლო იმედი კახა კალაძეა

AutoSharing Option
26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე "იბერია სტარმა" უეფადან მიღებული დოკუმენტი წარმოადგინა.

კლუბის სპორტული დირექტორის, გიორგი დარჯანიას თქმით, ეს არის ამ ორგანიზაციის რეაქცია გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე.

როგორც ცნობილია, აპრილში საქართველომ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის "ოთხთა ფინალს" უმასპინძლა, ახლა კი უეფამ ლიგის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზეც უარი გვითხრა.

"უარის მიზეზი ის გახდა, რომ საქართველომ უეფას ჩაუგდო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუტსალის განვითარებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებდა.

ამ პროექტის ფარგლებში, წლების განმავლობაში, უეფა გვიკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას საკლუბო თუ სანაკრებო ტურნირების მასპინძლობაზე.

პროექტის
ბოლო ეტაპი თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება და უეფას პრეზიდენტის ვიზიტი იყო, მაგრამ ლიგის ფინალიდან ორ კვირაში მასპინძელი კლუბის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში ჩავარდნამ უეფას ნათლად დაანახა, რომ საქართველოში ფუტსალის პოპულარიზაციისა და მასობრიობის გეგმა ჩავარდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი კომპანია თუ სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესდებოდა პრობლემით და კლუბს გადარჩენაში დაეხმარებოდა. შედეგად, უეფამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უარი უთხრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე.

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი საკითხებისადმი უეფას დამოკიდებულება იცის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც "იბერია სტარს" თანადგომა ოფიციალურად გამოუცხადა და თბილისის მერიას შუამდგომლობით მიმართა.

თუმცა, მერიის შესაბამისი სტრუქტურების ხანგრძლივი ფიქრისა და გაჭიანურებული პასუხის გამო უეფაში საქართველოს იმიჯი შეირყა"
, - ამბობს დარჯანია.

"იბერიას" წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა ერთადერთ იმედს საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახა კალაძეს უკავშირებს:

"დღეს ერთადერთი ადამიანი, ვინც შექმნილ ვითარებას გაიგებს და ჩემპიონთა ლიგაში მოგების და წაგების გემო იცის, კახა კალაძეა. ჩვენ ის დღემდე არ შეგვიწუხებია, მაგრამ ვიტოვებთ ბოლო იმედს, რომ 3 ივლისამდე შევხვდებით.

ამ დღეს უეფა ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრას ატარებს და ჯგუფში "იბერია სტარის" მეტოქეებს შევიტყობთ.

"იბერია სტარს" თვითლიკვიდაცია არ გამოუცხადებია. კლუბის დამფუძნებელი და დამფინანსებელი ვახტანგ წერეთელი არსად წასვლას არ აპირებს და კვლავ მზადაა, "იბერია სტარს" დაეხმაროს. თუმცა, საქმეს მხოლოდ მისი ფინანსები აღარ ჰყოფნის, მას მხარში დგომა სჭირდება.

და თუ "იბერია" უეფას ფუტსალის თასის ძირითად ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს, უეფა სანქციებს დაგვაკისრებს, რაც ქვეყნის იმიჯს ძალიან დაარტყამს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი": ლაპარაკია ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტ თანხაზე, რომლითაც უეფას თასის მოგება გვსურს
"იბერია სტარის" მიმართვა ქალაქის მერ გიგი უგულავასადმი!
ქვეყანას "იბერია სტარი" აღარ სჭირდება? [VIDEO]
"იბერია სტარი" გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა შეგვჭამეს ამ იბერია სტარით, მაგათ გარდა კლუბი არ არსებობს? მე სულაც არ მომწონს რომ ასეული ათასები უხადონ ბრაზილიელებს იმისთვის რომ თუნდაც ჩემპიონთა ლიგა მოიგონ, ამით ფეხბურთს ნამდვილად ვერ განავითარებენ
deni
12:00 27-06-2013
0
ამ დაქირავებულებისთვის ფულის ხარჯვას, ბავშვთა ფეხურთისთვის მიხედვა ჯობია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული