გიორგი დარჯანია: რა იყო ნაკრების ფეხბურთელები "ვისკასს" ხომ არ ჭამდნენ?

AutoSharing Option
ქართულ ფუტსალში ბრძოლა უაღრესად გამწვავდა.

24 ივლისს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის (სფა) კონფერენციის დელეგატებმა ლევან ცქიტიშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელების (ცქიტიშვილი, გენერალური მდივანი - ბექა კვიციანი, კახა დევდარიანი - საპატიო პრეზიდენტი) წარმომადგენელმა ნინო ნიშნიანიძემ "ლელოსთან" განაცხადა, რომ კონფერენცია კანონდარღვევით ჩატარდა და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია:

"დაირღვა სფა-ს წესდება კონფერენციის მოწვევის შესახებ. დარღვეულია დელეგატთა რაოდენობის და კვოტის განსაზღვრისა და გამოქვეყნების სამთვიანი ვადა. კრებაზე მიღებული დოკუმენტაციის რეგისტრაცია კი საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლოში სარჩელის
აღძრას ვაპირებთ".

ნიშნიანიძის კომენტარს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია გამოეხმაურა:

"გავეცანი "ლელოში" დაბეჭდილ წერილს. კარგია, რომ ადვოკატის პირით გველაპარაკებიან. ადვოკატი მათ ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ფეხბურთის ფედერაციის წერილების მიხედვით, ამ ადამიანების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება.

რაც შეეხება, ქალბატონის ბრალდებებს, მათზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაგალითად, ის გვედავება, რომ ექვსი თვის წინ გარდაცვლილ ვიცე-პრეზიდენტს კონფერენციის დანიშვნის შესახებ არ ვაცნობეთ.

თქვენ გინდათ, ამ ბრალდებას სერიოზული პასუხი გავცე? ამ ქალბატონს მინდა ვთხოვო: სანამ რამეს დაგვიწერს, ჯერ თავის კლიენტებთან გაარკვიოს საქმის რეალური ვითარება.

კარგი იქნება, იმასაც თუ აუხსნის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება.

და საერთოდაც, სერიოზულად როგორ ვუპასუხო ბატონ კვიციანს, რომელიც მისთვის საჯაროდ დასმულ კითხვას - რატომ დახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული ნაკრებისთვის გამოყოფილი ფული კატის საკვებში, ქალის სამკაულებსა და სუნამოებში - პასუხობს, რომ "ვისკასი" მხოლოდ კატის საჭმელი არ არის (?!).

გამოდის, რომ კვლევა უნდა ჩავატარო იმაზე, "ვისკასი" ხომ არ აჭამა ნაკრების ფეხბურთელებს. ამის მთქმელთან სერიოზული კამათი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება" - ამბობს დარჯანია.

სიტყვიერი ომი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცქიტიშვილის ადვოკატი: საჯარო რეესტრმა ლევანის გადაყენება უკანონოდ სცნო
ფუტსალში განხეთქილებაა - ლევან ცქიტიშვილი ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადააყენეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიციანი კი გავს ისე კატას თუ რაღაც მაგდაგვარ ცხოველს და იქნებ მარტთლა თითონ ჭამს :D
dato
18:11 31-07-2013
0

სიახლეები პოპულარული