ავთანდილ ასათიანი: საქართველოს ნაკრებსა და "თელასს" ვერ ვუღალატე

AutoSharing Option
ავთანდილ ასათიანმა მალტის ჩემპიონი "ჰიბერნიანსი" დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.

როგორც ცნობილია, ასათიანი ეროვნული ნაკრების დამრიგებელი და ქვეყნის ჩემპიონატის მონაწილე "თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, აგვისტოში კი ტამპერეში (ფინეთი) უეფას თასის ჯგუფის ეტაპზე მალტის ჩემპიონს წვრთნიდა.

ასათიანმა "ლელოს" უთხრა, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში დარჩენა ამჯობინა:

"მალტაზე დარჩენას მართლაც მთავაზობდნენ. წამოსვლის შემდეგაც დამიკავშირდნენ და კარგი პირობები შემომთავაზეს. "ჰიბერნიანსი" ძირითად ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ მალტის კლუბის კვალობაზე, მშვენიერი შედეგი ვაჩვენეთ - ამ ქვეყნის გუნდმა პირველად მოიპოვა ევროთასებზე 4 ქულა, ჯგუფში
კი - მეორე ადგილი.

რა დასამალია და, არჩევანის წინაშე დავდექი. ერთი მხრივ, იყო ბევრად უკეთესი ფინანსური პირობები, მეორე მხრივ კი - ქვეყანა, სადაც ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, თუმცა ასეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს.

თავიდან ვფიქრობდი კიდეც - დავრჩები, ფინანსურად კარგად ვიქნები-მეთქი, მაგრამ ნაკრებსა და "თელასს" ვერ ვუღალატე. ორივეგან მთავარი მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობაც მაკისრია. და რაც მთავარია - მინდა, საქართველოში ისეთ წარმატებას მივაღწიო, იქნებ ერთხელ ჩვენმა გულშემატკივარმაც გაიხაროს.

მართალია, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გვაბრკოლებს, მაგრამ ჩვენი გუნდისა და ნაკრების გაძლიერება შესაძლებელი მგონია. დაფინანსება თუ იქნება, საქართველოს ნაკრებიცა და "თელასიც" სოლიდური გუნდები გახდებიან".


ასათიანი ამბობს, რომ "ჰიბერნიანსში" ნათამაშები ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა ახარებს:

"ფინეთში ჩვენმა ბიჭებმა, ლევან კობაიძემ და დავით ბობოხიძემ, ძალიან კარგად ითამაშეს. ორივე ნაკრების წევრია და ცხადია, მათზე დაკვირვების საშუალება მქონდა.

მათ კარგი სათამაშო და საერთაშორისო პრაქტიკა მიიღეს და მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრების მატჩებს კარგ კონდიციებში შეხვდებიან.

სეზონი მალე დაიწყება და იმედია, ეროვნული ჩემპიონატი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართება. ეს კი ახალი მოთამაშეების შერჩევაში დაგვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ მერაბ ასე წერე,რომ შენს მეტმა შენი ნაწერიდან ვერაფერი გაიგოს, ეს უფრო მეტ მკითხველს გაგიჩენს. აბა შენ იცი.
gizog
17:41 17-09-2013
0
ასეთი სირული და ყალბი მენტალიტეტით გაგვიმარჯოს ქართველებს!
avoe
22:38 17-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული