საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე რონინიომ გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-9 წუთზე გოლი მარეკ პაშტერნაკმა გაიტანა. ჩვენმა გუნდმა მეორე შედეგიანი დარტყმა 24-ე წუთზე განახორციელა, მეტოქის კარი ლევან კობაიძემ აიღო. 36-ე წუთზე ტომაშ დრაჰოვსკიმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ირაკლი თოდუამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 6 დეკემბერს, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

2017 წლის იანვარში, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. მატჩები 24-27 იანვარს გაიმართება. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

ამხანაგური მატჩი
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო - სლოვაკეთი 3:2
გოლები: 1:0 რონინიო (03:28), 1:1 პაშტერნაკი (08:15), 2:1 კობაიძე (23:33), 2:2 დრაჰოვსკი (35:03), 3:2 თოდუა (35:39)
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი
სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სლოვაკეთი: ჰერკო, რიკი (კ), სმეჟიჩკა, კოზარი, დრაჰოვსკი
სათადარიგო: ბრნდიარი, რაფაი, ჰუდაცეკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა
მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი
მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)
გაფრთხილება: 12:12 დრაჰოვსკი, 21:40 ჭანუყვაძე, 25:50 დოშა, 29:21 რიკი, 36:14 პაშტერნაკი, 36:14 სებისკვერაძე.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბიჭებს! სერიოზული შედეგია. გუშინდელი ფრე შემთხვევითობა არ ყოფილა და დღეს ეს გამოჩნდა.
იანვარში გვერდში უნდა დავუდგეთ ყველა ერთმანეთს და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. წარმატებები!
Georgian
01:11 09-12-2016
0

სიახლეები პოპულარული