1-ელ ოქტომბერს "იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთვება

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს "იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ბულგარული "პრო ვარნა" იქნება.

ფუტსალის უეფას თასის ძირითადი ეტაპის II ჯგუფის მატჩებს უნგრეთის ქალაქი დიორი მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.

"იბერია სტარის" ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ინტერნეტით, კლუბის ოფიციალურ საიტზე (iberiastar.ge) გადაიცემა.

საქართველოს ჩემპიონისა და უეფას თასის ბოლო გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილის შეხვედრების განრიგი ასეთია:

1-ლი ოქტომბერი
18:30 იბერია სტარი-გრანდ პრო ვარნა (ბულგარეთი)
21:00 დიორი ეტო (უნგრეთი)-ტანგო სარაევო (ბოსნია)

2 ოქტომბერი
18:30 ტანგო-იბერია
21:00
გრანდ პრო ვარნა-დიორი ეტო

4 ოქტომბერი
19:00 გრანდ პრო ვარნა-ტანგო
21:30 იბერია-დიორი ეტო

* - მითითებულია თბილისის დრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული