ვახტანგ წერეთელი: უნგრეთში კი არა, საქართველოში დავმარცხდით

AutoSharing Option
უეფას თასის შესარჩევი ციკლიდან გავარდნის შემდეგ საქართველოს ჩემპიონ "იბერია სტარის" დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა კომენტარი გააკეთა:

"ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს. პირველად, ბოლო 5 წელიწადში, "იბერია სტარი" ელიტრაუნდის მიღმა დარჩა.

მატჩებს თუ უყურეთ, დაგვეთანხმებით, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა ფანატიზმამდე მისული თავდადებით ითამაშა.

თავდადება ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, როცა ის სრულ გულგრილობას აწყდება, დამარცხება გარდაუვალია. ალბათ, ნახეთ ორი არჩათვლილი გოლი, მაგრამ "იბერია" ამის გამო არ დამარცხებულა.

ჩვენ არა უნგრეთში, არამედ საქართველოში დავმარცხდით, როცა კლუბს არავინ დაეხმარა. ხვალ და ზეგ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ბათუმის პროექტი განხორციელდება და პირობას ვაძლევ გულშემატკივრებს, რომ "იბერია სტარი" აუცილებლად გახდება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული",
- ამბობს წერეთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა
იბერია სტარი-ტანგო 0:0 - გამარჯვება არბიტრმა წაგვართვა?
იბერია სტარი-გრანდ პრო 2:1 - "იბერიამ" უეფას თასი მოგებით დაიწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული