ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან ცქიტიშვილი

შევიტყვეთ, რომ ფუტსალის ასოციაციაში, რაც დრო გადის, სამწუხაროდ, დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება.

"ლელო" დაუკავშირდა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრ გიორგი დარჯანიას, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ფუტსალის ასოციაციის 18-მა წევრმა, რომელმაც შარშან ლევან ცქიტიშვილი აირჩია პრეზიდენტად, მოითხოვა ყრილობის ჩატარება, რომელზეც ცქიტიშვილმა თავისი საქმიანობის ფინანსური ანგარიში უნდა წარმოადგინოს და რასაც ცქიტიშვილი პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში არიდებს თავს.

მით უმეტეს, ასოციაციის წესდებითაც და საქართველოს კანონმდებლობითაც, ეს სავალდებულოა. როგორც ასოციაციის წესდებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით, ლევან ცქიტიშვილი ვალდებულია, წარმოადგინოს ფინანსური და სხვა დოკუმენტაცია.

პრეზიდენტობის 17 თვის განმავლობაში მან არაერთხელ განაცხადა უარი საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ასოციაციის გამგეობის, ასევე ყრილობის წინაშე.

კონფერენციის კიდევ ერთხელ მოწვევა, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, ლევან ცქიტიშვილი კვლავ არ გამოცხადდება, ემსახურება მიზანს, რომ შეიქმნას სრული საფუძველი, ასოციაციის წევრებმა მას ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა სასამართლოს გზით მოსთხოვონ და მისი მხრიდან ასოციაციის საქმიანობაში ხელის შეშლა აღკვეთონ.

შესაბამისი მუხლიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული