2018 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? პროგრამა რეალურია!

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის, დევი სირაძის მემორიალის წილისყრა გაიმართა.

ტურნირს საქართველოს ფუტსალის ასოციაცია ატარებს. ორგანიზატორების თქმით, გათამაშება ყოველწლიური გახდება. ტურნირი 12 თებერვალს, სპორტკომპლექს "არენა 2"-ში, "სპარტაკისა" და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 22 თებერვალს, დევი სირაძის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

კიდევ ერთი ამბავი - 4 თებერვალს სფა-ს პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი და ვიცე-პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი უეფას მიწვევით ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. ისინი უეფას წარმომადგენლებსა და რამდენიმე ქვეყნის ფუტსალის ასოციაციების პრეზიდენტს შეხვდნენ და პროექტი გააცნეს -
წერეთელს სურს, რომ 2018 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლოს და დარწმუნებულია, რომ ეს რეალური პროგრამაა.

ცხადია, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენა იქნება. სწორედ წერეთლის დამსახურებაა, 2013 წლის აპრილში თბილისმა ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალს რომ უმასპინძლა. იმედია, ეს ჩანაფიქრიც ახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული