SBM LEAGUE 2014/15: სეზონი ოქროს ლიგაშიც განახლდა

AutoSharing Option
8 თებერვალს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

ოქროს ლიგაში სეზონი VII ტურის დაპირისპირებებით განხლდა, ხოლო ვერცხლის ლიგაში წინა კვირას დაწყებული VIII ტური დასრულდა.

ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ყავს. ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის გუნდმა აუტსაიდერი ბორჯომი დაამარცხა 3-1 და 13 ქულით ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა.

მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოახერხა საქართველოს ბანკმა, რომელმაც ერისთავს 4-1 სძლია.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ვითიბი ბანკსა და ევროპაბეთს შორის გაიმართა, რომელიც უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ
"ბუკმეიკერების" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ამრიგად პირველ ადგილზე მყოფ ჭიათურელებს ერთი ქულით ჩამორჩება ნატახტარი, ხოლო 3-4 ადგილებს 9-9 ქულით ვითიბი და ევროპაბეთი იყოფენ.

08.02.2015. ოქროს ლიგა. VII ტური
ბორჯომი - GM ჭიათურა 1-3
გოლი: ჩაჩიბაია - გოგიბერაშვილი, კიკვიძე (2)

საქართველოს ბანკი - ერისთავი 4-1
გოლები: გვალია, ჯოხაძე (2), გოგიტიძე - კვანტალიანი

ვითიბი ბანკი - ევროპაბეთი 1-2
გოლები: ბუსხრიკიძე - მამარდაშვილი (7მ), ლუკავა

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატ ბანკი) - 8.

ვერცხლის ლიგის VIII ტურის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა. გოლების სიჭარბე ძირითადად ორ შეხვედრაში დაფიქსირდა.

სნიკერსმა 13-2 მოუგო რუსთავი 2-ს, ხოლო ბანკი რესპუბლიკის გუნდმა, სარეკორდო სხვაობით, 16-0 (!!!) "აჯობა" კოლიერსს. შედარებით "მოკრძალებული" გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა, რომელმაც 6-2 სძლია პროკრედიტ ბანკს.

ამ სამი შეხვედრისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა ორი ფავორიტის,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისა და ბი პი ჯორჯიას დაპირისპირება. მიუხედავად ცუდი სტარტისა, "მენავთობეებმა" მაინც მოახერხეს მატჩის სათავისოდ დასრულება და 2-1 დაამარცხეს მეტოქე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი კიპერის, ნიკა ბუდაღაშვილის და შემტევის, უჩა ხმალაძის თამაში.

ამრიგად 8 ტურის შემდეგ ვერცხლის ლიგაში 19 ქულით საქართველოს ბანკი -2 ლიდერობს, მას თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან სნიკერსი და BP GEORGIA, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტი GWP,16 ქულით მეოთხეა.

08.02. 2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
რუსთავი 2 - სნიკერსი 2-13
გოლები: ზამბახიძე, ამიროვი - მ. მენთესაშვილი (2), მგალობლიშვილი (4), ხარტონიშვილი (4), ბერიძე, ბ.მენთესაშვილი (2)

კოლიერსი - ბანკი რესპუბლიკა 0-16
გოლები: ხანდოლიშვილი (3), დიასამიძე (2), ბერულავა, სეფერთელაძე, გვასალია (3), ზერეკიძე (5), თეთრაძე

GWP - BP GEORGIA 1-2
გოლები: აფციაური (7მ) - ხმალაძე (2)

ტატიშვილი - პროკრედიტ ბანკი 6-2
გოლები: პირველი (3), ცაგარელი, კურცხალია, როჭიკაშვილი - სმინშჩიკოვი, ჩაუჩიძე

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 18, ლევან ჩიხრაძე (კრედო), გიორგი აფციაური (GWP) - 17, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), დავით ზერეკიძე (ბანკი რესპუბლიკა) - 16.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული