SBM LEAGUE 2014/15: 28 თებერვალს ბრინჯაოს ლიგა იწყება

AutoSharing Option
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო უქმეებზე კიდევ ერთი გათამაშება აიღებს სტარტს. ზამთრის ბოლო დღეს, შაბათს, 28 თებერვალს ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება. რაც შეეხება კვირას, 1-ელ მარტს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის X ტურის მატჩები ჩატარდება.

ბრინჯაოს ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა, 20 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც ორ - "ა" და "ბ" ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. წრიული ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ გუნდებთან ერთად ერთრაუნდიან პლეი-ოფში განაგრძობენ თამაშს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

28 თებერვალს I ტურის რვა მატჩი
ჩატარდება, კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ "პალერმოსა" და "ქლინინგ სერვის ჯგუფს" შორის კი კვირას, 19:00 სთ-ზე გაიმართება.

28.02.2015. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
A GROUP
12:00 TBC Pay - მერია
13:00 მფკ ტატიშვილი - ევროკრედიტი
14:00 ბიბლუსი - კრედო (ქვემო ქართლი)
19:00 MFC PALERMO - CSG (01.03.2015)

B GROUP
15:00 ბაქსვუდი 2 - მეგაკო
16:00 VIVUS.GE - საქართველოს ფოსტა
17:00 გენერალი (კასპი) - პალიტრა მედია
18:00 მედიქლაბჯორჯია - ჯო ენი
19:00 კარფური - გუჯარი (მცხეთა)

სუპერლიგაში მეორე წრე X ტურის შეხვედრებით განახლდება. სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ამ ტურში ისვენებს.

01.03.2015. სუპერლიგა. X ტური
15:00 PSP - UG
16:00 დინამო (ბთ) - პროგრეს ბანკი
17:00 FC TTC - მფკ ნატახტარი
18:00 DHL GEORGIA - ს.კ. ჯვაროსნები

X ტურის ოთხი შეხვედრა ჩატარდება ვერცხლის ლიგაში, სადაც წრიული ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და შესაბამისად, საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

01.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური
11:00 კოლიერსი - ვითიბი ბანკი 2
12:00 საქართველოს ბანკი 2 - ივერიაბეთი
13:00 ტატიშვილი - ბაქსვუდი
14:00 საქრუსენერგო - სნიკერსი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული