SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზამთრის ბოლო დღეს სტარტი აიღო ბრინჯაოს ლიგის გათამაშებამ, კვირას კი ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის მეათე ტურის მატჩები ჩატარდა. ორივე სათამაშო დღეს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

წლევანდელ ბრინჯაოს ლიგაში 20 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 95% ჩემპიონატის დებიუტანტია. "ა" და "ბ" ჯგუფებში გადანაწილებულმა გუნდებმა წრიული ეტაპის I ტურის მატჩები გამართეს. მიუხედავად გათამაშების სტარტისა, შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

პირველები პარკეტზე "თიბისი ფეისა" და თბილისის მერიის გუნდები გავიდნენ. თანაბარ შეხვედრაში გამარჯვება "დედაქალაქის
მმართველებს" დარჩათ, 3-1.

სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა "ა" ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება, მფკ "ტატიშვილსა" და "ევროკრედიტს" შორის, რომელიც საბოლოოდ ლოგიკური ანგარიშით, ფრედ - 2-2 დასრულდა.

ყველაზე უხვგოლიანი და "იოლი" "ბიბლუსისა" და "კრედო-ქვემო ქართლის" გუნდების შეხვედრა გამოდგა, რომელშიც "გამომცემლებმა" 12-1 სძლიეს მეტოქეს.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი დაპირისპირება კვირას გაიმართა. ვეტერანი ფეხბურთელებით (დავით სოლოღაშვილი, ზაალ ჩიტალაძე, პაატა ბარნოვი, ანდრო მიზანდარი, ზაზა ჯანაშია) დაკომპლექტებულმა მფკ "პალერმომ" მინიმალური სხვაობით,2-1 სძლია "ქლინინგ სერვის გრუფის" გუნდს.

რაც შეეხება "ბ" ჯგუფს, იმთავითვე ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიჩნეულმა vivus.ge-სა და "საქართველოს ფოსტის" დაპირისპირებამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. მატჩი საბოლოოდ "ფოსტალიონების" გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.

წარმატებული დებიუტი ჰქონდათ რეგიონების წარმომადგენლებს. კასპის "გენერალმა" 2-0 სძლია "პალიტრა მედიას", ხოლო მცხეთის "გუჯარმა" 3-0 დაამარცხა "კარფური".

პირველი სამი ქულა ჩაიწერა "ბაქსვუდი 2"-მა, რომელმაც "მეგაკოს", მისივე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თვალწინ, ბოლო წუთებზე დაათმობინა გამარჯვება, 2-1.

"მედიკოსთა" დერბიში "მედიქლაბჯორჯიამ" 2-0 სძლია "ჯო ენის" კლინიკას.

შეგახსენებთ, რომ წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა 5-5 საუკეთესო გუნდი, რომელიც პლეი ოფში ვერცხლის ლიგიდან გამოვარდნილ 6 გუნდთან ერთად განაგრძობს ბრძოლას ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ბრინჯაოს ლიგა. I ტური
A GROUP
28.02.2015
TBC Pay - მერია 1-3
მფკ ტატიშვილი - ევროკრედიტი 2-2
ბიბლუსი - კრედო-ქვემო ქართლი 12-1

01.03.2015
MFC PALERMO - CSG2-1

B GROUP

28.02.2015
ბაქსვუდი 2 - მეგაკო 2-1
VIVUS.GE - საქართველოს ფოსტა 3-4
გენერალი (კასპი) - პალიტრა მედია 2-0
მედიქლაბჯორჯია - ჯო ენი 2-0
კარფური - გუჯარი (მცხეთა) 0-3

კვირა დღე სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებს დაეთმოთ.

სუპერლიგაში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და მოულოდნელი ანგარიშებიც დაფიქსირდა. პირველ რიგში აღსანიშნავია შარშანდელი ჩემპიონ-ფინალისტის, მფკ "ნატახტარისა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირება, სადაც "ნატახტარმა" 10-0 (!) გაანადგურა მეტოქე.

დიდი ანგარიშით, 6-0 აჯობა ს.კ პსპ-მ "საქართველოს უნივერსიტეტს". მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს "ფარმაცევტების" კაპიტანი გივიკო კაციტაძე, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ოპერაციის გადატანა მოუხდა და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

წინა ტურში შერცხვენის შემდეგ კვლავ გაიბრწყინა "ვარსკვლავურმა" "პროგრეს ბანკმა". კალაძე და კომპანია ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და ალექსანდრე იაშვილის ჰეთ თრიკით და კახა კალაძის გოლით 4-2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ აჭარლები თავდაპირველად 2-0 იგებდნენ.

ს.კ. "ჯვაროსნებმა" კი ჩემპიონატის აუტსაიდერ DHL-თან დაკარგა ქულები - ფრე, 1-1.

სატურნირო ცხრილში ზედა ოთხეული უცვლელია. პირველ ადგილს 22 ქულით შსს იკავებს, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს პსპ-ს, ხოლო მფკ "ნატახტარი" და "პროგრეს ბანკი" 17-17 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ. V-VI ადგილებზე მყოფი "საქართველოს უნივერსიტეტი" და ს.კ. "ჯვაროსნები" 7-7 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას.

01.03.2015. სუპერლიგა. II წრე. I ტური
PSP - UG 6-0
დინამო (ბთ) - პროგრეს ბანკი 2-4

FC TTC - მფკ ნატახტარი 0-10
DHL GEORGIA - ს.კ. ჯვაროსნები 1-1

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17, რევაზ ინჯგია (შსს) - 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 12.

ვერცხლის ლიგაში X ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. მოლოდინისამებრ, იმარჯვა ჩემპიონატის ლიდერმა "საქართველოს ბანკი 2"-მა, რომელმაც "ივერიაბეთს" მოუგო იოლად, 8-1.

მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში "სნიკერსმაც" "საქრუსენერგოს" ძლევით - 7-4.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა "ბაქსვუდთან" ბრძოლაში, 2-1.

01.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური
კოლიერსი - ვითიბი ბანკი 2 0-3 (ტ.მ)
საქართველოს ბანკი 2 - ივერიაბეთი 8-1
ტატიშვილი - ბაქსვუდი 2-1
საქრუსენერგო - სნიკერსი 4-7

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებ პორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge, სპორტული ჟურნალი OFFSIDE და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული