SBM LEAGUE 2014/15: პლეი ოფებისთვის ბრძოლა გრძელდება

AutoSharing Option
7 და 8 მარტს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

შაბათი დღე მთლიანად ბრინჯაოს ლიგას დაეთმო, სადაც მეორე ტურის მატჩები გაიმართა. რაც შეეხება კვირას, X ტურის დარჩენილი შეხვედრები გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა, ხოლო ოქროს ლიგაში წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები შედგა.

სასტარტო ტურის მსგავსად, ბრინჯაოს მეორე ტურიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

სადებიუტო შეხვედრა გამართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა, რომელიც "კრედო-ქვემო ქართლს" დაუპირისპირდა და 14-1 გაანადგურა. ამავე, "ა" ჯგუფში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მფკ "ტატიშვილმა",
რომელმაც "მერიას" სძლია - 4-0.

საყაიმო ანგარიშები დაფიქსირდა ამ ჯგუფის კიდევ ორ დაპირისპირებაში. "ბი პი ჯორჯიას" მეორე გუნდი "თიბისი ფეის" დაუზავდა - 2-2, ხოლო "ევროკრედიტისა" და მფკ "პალერმოს" უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ლოგიკური ფრით, 3-3 დასრულდა.

ჯგუფს სათავეში 6 ქულით "ბიბლუსი" ჩაუდგა, რომელმაც ზედიზედ მეორე წარმატება "ქლინინგ სერვის გრუპის" გუნდთან იზეიმა. გამომცემლების მინიმალური გამარჯვება - 2-1.

რაც შეეხება "ბ" ჯგუფს, აქ ორიდან ორი მოგებით მცხეთის "გუჯარი" ლიდერობს. ამჯერად "სატახტო ქალაქის" წარმომადგენლებმა "მეგაკოსთან" მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, 7-1.

პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში "პალიტრის" და vivus.ge-ს გუნდებმა. "პალიტრამ" მძიმე ბრძოლაში "მედიქლაბჯორჯიას" სძლია - 2-1, ხოლო "ვივუსს" უაღრესად დიდი ჯაფა დაადგა, "ბაქსვუდისა" და მისი ბრწყინვალედ მოთამაშე მეკარის, დავით მამაცაშვილის გასატეხად. საბოლოოდ, ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება, 2-5.

დღის მატჩად კი თამამად შეიძლება "საქართველოს ფოსტისა" და კასპის "გენერლის" დაპირისპირება მივიჩნიოთ. კასპელები, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ჯობნიდნენ მეტოქეს, თუმცა გამარჯვება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გაუშვეს ხელიდან, ფრე 3-3.

ამავე ჯგუფის ერთი შეხვედრა "ჯო ენის" კლინიკასა და "კარფურს" შორის კვირას გაიმართა და "მედიკოსთა" გამარჯვებით - 9-3 დასრულდა.

07.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. II ტური
ა ჯგუფი
სდსს - კრედო (ქვემო ქართლი) 14-1
BP 2 - TBC Pay 2-2
მერია - მფკ ტატიშვილი 0-4
ევროკრედიტი - MFC PALERMO 3-3
CSG - ბიბლუსი 1-2

ბ ჯგუფი
მეგაკო - გუჯარი (მცხეთა) 1-7
ბაქსვუდი 2 - VIVUS.GE 2-5
საქართველოს ფოსტა - გენერალი (კასპი) 3-3
პალიტრა მედია - მედიქლაბჯორჯია 2-10

8.03.2015
ჯო ენი - კარფური 9-3

ვერცხლის ლიგაში X ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, GWP-ის არ გასჭირვებია "პროკრედიტბანკის" ძლევა, 6-0 და "ბანკირების" საპლეიოფო გეგმები მხოლოდ თეორიაა.

სამაგიეროდ, საპლეიოფო ზონას არ სცილდება "ბანკი რესპუბლიკა", რომელსაც ამისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა "რუსთავი 2"-თან და მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 4-3.

რაც შეეხება "კრედოსა" და "ბი პი ჯორჯიას" დაპირისპირებას, საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ლოგიკური ფრით, 1-1 დასრულდა.

წრიული ეტაპის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობაც და 1/4-ფინალური წყვილებიც სწორედ ამის შემდეგ გახდება საბოლოოდ ცნობილი.

08.03.2015. ვერცხლის ლიგა. X ტური
რუსთავი 2 - ბანკი რესპუბლიკა 3-4
GWP - პროკრედიტ ბანკი 6-0
კრედო - BP GEORGIA 1-1


ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) - 23, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 22, გიორგი აფციაური (GWP) - 20
ჯგუფური ეტაპის თამაშები, ფაქტობრივად, დასრულებულია ოქროს ლიგაში.

გუშინ გამართული შეხვედრებიდან განსაკუთრებულად საინტერესო "ევროპაბეთისა" და "GM ჭიათურას" დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საბოლოოდ იმერელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

იმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა "ნატახტარმა", რომელმაც "ვითიბი ბანკს" სძლია - 4-2 და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. საბანკო დერბი, "პრივატ ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" მონაწილეობით, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. კვლავ წააგო "ბორჯომმა", რომელიც ამჯერად "ერისთავთან" დამარცხდა - 1-5.

1/4-ფინალისტთა გასარკვევად ოქროს ლიგაში ერთი გადადებული შეხვედრა დარჩა, "GM ჭიათურასა" და "ვითიბი ბანკს" შორის. თუკი ჭიათურელები სამი ქულის მოპოვებას მოახერხებენ, წრიულ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებენ.

08.03.2015 . ოქროს ლიგა. IX ტური
ერისთავი - ბორჯომი 5-1
პრივატ ბანკი - საქართველოს ბანკი 1-4
GM ჭიათურა - ევროპაბეთი 1-0
ნატახტარი - ვითიბი ბანკი 4-2.


ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი - 9, კახა გოგოხია - 8

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული