შაბათი დღე მთლიანად ბრინჯაოს ლიგის IV ტურს დაეთმობა, კვირას კი ოქროს ლიგის ერთი გამოტოვებული შეხვედრა, ვერცხლის ლიგის XI ტურის ორი დარჩენილი დაპირისპირება და სათასო 1/4-ფინალები გაიმართება.
ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურში რამოდენიმე საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი. "ა" ჯგუფის ორივე ლიდერი შეეცდება, პირველობა ხელიდან არ გაუშვას. მფკ "პალერმო" "ბი პი ჯორჯია 2"-ს დაუპირისპირდება, მფკ "ტატიშვილი" კი "თიბისი ფეის" გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.
კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი "ბ" ჯგუფში, სადაც
რაც შეეხება კიდევ ერთ ლიდერს, "საქართველოს ფოსტა" "კარფურთან" შეეცდება დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას.
21.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
ა ჯგუფი
11:00 BP 2 - MFC PALERMO
12:00 ევროკრედიტი - კრედო (ქვემო ქართლი)
13:00 სდსს - CSG
16:00 TBC Pay - მფკ ტატიშვილი
22.03.201515:00
მერია - ბიბლუსი
ბ ჯგუფი
14:00 პალიტრა მედია - გუჯარი
15:00 მეგაკო - ჯო ენი
17:00 ბაქსვუდი 2 - მედიქლაბჯორჯია
18:00 VIVUS.GE - გენერალი (კასპი)
19:00 საქართველოს ფოსტა - კარფური.
კვირა დღე ვერცხლის და ოქროს ლიგის მატჩებით დაიწყება. ვერცხლის ლიგაში მეთერთმეტე ტურის დარჩენილი ორი დაპირისპირება გაიმართება, საიდანაც ერთი უაღრესად პრინციპულია. "ბანკი რესპუბლიკისა" და "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" გუნდები საპლეიოფო რვიანში მოსახვედრად იბრძვიან.
22.03.2015. ვერცხლის ლიგა. XI ტური
12:00 ივერიაბეთი - კრედო
14:00 ბანკი რესპუბლიკა - ტატიშვილი
ოქროს ლიგაში ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება "ვითიბი ბანკსა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" შორის, რომლის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეი ოფში.
22.03.2015. ოქროს ლიგა (გამოტოვებული მატჩი)
13:00 ვითიბი ბანკი - GM ჭიათურა.
დღის მთავარი ინტრიგა კი სათასო დაპირისპირებებია. ერთრაუნდიანი პლეი ოფის შედეგად ოთხი ნახევარფინალისტი უნდა გამოვლინდეს.
22.03. 2015. თასი. 1/4-ფინალი
16:00 ევროპაბეთი - საქრუსენერგო
17:00 საქართველოს ბანკი - ტატიშვილი
18:00 ერისთავი - GWP
19:00 პრივატ ბანკი - BP GEORGIA
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური