21-22 მარტს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურს, ოქროს ლიგის გამოტოვებულ შეხვედრას, ვერცხლის ლიგის მეთერთმეტე ტურის დარჩენილ ორ დაპირისპირებას და თასის 1/4-ფინალებს უმასპინძლა.
შაბათი, ტრადიციისამებრ, ბრინჯაოს ლიგას დაეთმო. "ა" ჯგუფში თავიანთი შეხვედრები მოიგეს ჯგუფის ლიდერებმა. მფკ "პალერმომ" "ბი პი ჯორჯია 2"-ს სძლია 3-2, ხოლო მფკ "ტატიშვილმა" "თიბისი ფეი" დაამარცხა დიდი ანგარიშით - 9-1.
ასევე საგრძნობი უპირატესობით იმარჯვა "ევროკრედიტმა" "კრედო-ქვემო ქართლის" წინააღმდეგ, 9-0.
ამავე ჯგუფის შეხვედრებიდან აღსანიშნავია "ქლინინგ სერვის გრუპის"
"ა" ჯგუფის ერთი და ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება კვირას გაიმართა. თბილისის მერიისა და "ბიბლუსის" გუნდების შეხვედრა ფრედ, 5-5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის განმავლობაში ორივე გუნდმა "მოახერხა" 2-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა (!!!) და საბოლოოდ ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა.
მეოთხე ტურის მთავარი მატჩები მაინც "ბ" ჯგუფში გაიმართა. ამ ტურამდე ჯგუფის ლიდერი მცხეთის "გუჯარი" უაღრესად დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში "პალიტრასთან" დამარცხდა - 1-0, რაც მცხეთელებს პირველიდან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითებად დაუჯდათ.
კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა კასპის "გენერალს" და VIVUS.GE-ს შორის გაიმართა, სადაც კასპელებმა ბექა დაბრუნდაშვილის ჰეთ-თრიკით 3-1 სძლიეს მეტოქეს და ჯგუფში მეორე ადგილი განიმტკიცეს.
პირველზე კი ბურთების უკეთესი სხვაობით "საქართველოს ფოსტის" გუნდია, რომელმაც თავის მხრივ, "კარფური" დაამარცხა იოლად, 3-0.
ეს ტური წარმატებული გამოდგა "მედიკოსებისთვის", "ჯო ენმა" "მეგაკო" გაანადგურა - 8-1, ხოლო "მედიქლაბჯორჯიამ" "ბაქსვუდი 2"-ს სძლია - 4-2.
ამრიგად, ორივე ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. 10-10 ქულით "ა" ჯგუფს მფკ "ტატიშვილი" და მფკ "პალერმო" ლიდერობენ, ხოლო "ბ" ჯგუფში ამდენივე ქულა აქვთ "საქართველოს ფოსტას" და კასპის "გენერალს".
21.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
ა ჯგუფი
BP 2 - MFC PALERMO 2-3
ევროკრედიტი - კრედო9-0
სდსს - CSG 1-3
TBC Pay - მფკ ტატიშვილი 1-9
22.03.2015
მერია - ბიბლუსი 5-5
ბ ჯგუფი
პალიტრა მედია - გუჯარი 1-0
მეგაკო - ჯო ენი 1-8
ბაქსვუდი 2 - მედიქლაბჯორჯია 2-4
VIVUS.GE - გენერალი (კასპი) 1-3
საქართველოს ფოსტა - კარფური 3-0
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 10, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 9, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) - 8.
შაბათის მსგავსად, კვირა დღეც საინტერესოდ წარიმართა. დღის სტარტი წარუმატებელი გამოდგა "ივერიაბეთისთვის", რომელიც "კრედოსთან" განადგურდა - 0-11.
ვერცხლის ლიგის XI ტურის კიდევ ერთი დარჩენილი შეხვედრა კი სრულიად განსხვავებული გამოდგა. "ბანკი რესპუბლიკისა" და "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" გუნდების პლეი ოფში მოსახვედრი დუელი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბოლო ორ ადგილზე პრეტენზიას ოთხი გუნდი აცხადებს, 16-16 ქულით VII-VIII პოზიციებზე სწორედ "რესპუბლიკა" და "ტატიშვილი" იმყოფებიან; მომდევნო, მეცხრე საფეხურზე 15 ქულით "საქრუსენერგოა", ხოლო "ბაქსვუდი" 13 ქულით მეათე ადგილზეა.
22.03.2015. ვერცხლის ლიგა. XI ტური
ივერიაბეთი - კრედო 0-11
ბანკი რესპუბლიკა - ტატიშვილი 0-0
ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 24, ზურა ცერცვაძე (კრედო) - 21, გიორგი აფციაური (GWP), ბიჭი მენთესაშვილი (სნიკერსი) - 20
ოქროს ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია. კვირას დარჩენილი ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ" 3-1 დაამარცხა "ვითიბი ბანკი" და წრიული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.
22.03.2015. ოქროს ლიგა. (გამოტოვებული მატჩი)
ვითიბი ბანკი - GM ჭიათურა 1-3
ორრაუნდიან პლეი ოფში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
GM ჭიათურა - ბორჯომი
ნატახტარი - ერისთავი
საქართველოს ბანკი - პრივატბანკი
ვითიბი ბანკი - ევროპაბეთი
პირველი მატჩები 5 აპრილს გაიმართება.
ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატ ბანკი) - 9, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 8.
კვირადღის მთავარი ინტრიგა კი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ¼-ფინალური დაპირისპირებები იყო. წინა ეტაპისგან განსახვავებით, საპლეიოფო დაძაბულობა მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაგრძელდა მატჩის ბოლომდე - "ერისთავისა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" დაპირისპირება "იურისტების" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
რაც შეეხება სხვა წყვილებს, "საქართველოს ბანკმა" და "ევროპაბეთმა" ერთნაირი ანგარიშით - 5-1 სძლიეს შესაბამისად, "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" გუნდს და "საქრუსენერგოს".
ოქრო-ვერცხლის ოთხი დუელიდან მხოლოდ ერთში ხვდა წარმატება ვერცხლის ლიგის ბინადარს: "ბი პი ჯორჯიამ" "პრივატბანკი" გამოთიშა ასპარეზობას, 7-2.
22.03. 2015. თასი. 1/4-ფინალი
ევროპაბეთი - საქრუსენერგო 5-1
საქართველოს ბანკი - ტატიშვილი 5-1
ერისთავი - GWP 2-0
პრივატ ბანკი - BP GEORGIA 2-7
თასის 1/2-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ევროპაბეთი - ერისთავი
საქართველოს ბანკი - BP GEORGIA
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური