SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!

AutoSharing Option
21 ივნისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩები წინა კვირას, 14 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით სათამაშო დღე ერთი კვირით გადაიდო.

13 ივნისს გამართული 1/4 ფინალების შემდეგ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც გაერთიანებული ლიგის ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. პირველი წყვილი ბრინჯაოს ლიგის მონაწილეებმა შეადგინეს, მედიქლაბჯორჯიაბიბლუსს დაუპირისპირდება.

"მედიკოსებმა" პლეიოფში ჯიპიაი ჰოლდინგს აჯობეს 3-2, ხოლო ბიბლუსმა შანგრილას სძლია იოლად - 6-2. მეორე 1/2 ფინალის მონაწილეებმა კი ბრინჯაოს ლიგის გუნდებს
ტოლი არ დაუდეს და ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თრეველკემპ ჯორჯიამ ჯო ენი დაამარცხა 3-2, ხოლო გორგიამ თბილისის მერიის შესუსტებულ გუნდს სძლია 2-0.

21.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2 ფინალი
15:00 მედიქლაბჯორჯია - ბიბლუსი
16:00 თრეველკემპ ჯორჯია - გორგი


კვირასვე, ფინალისტების ვინაობა ვერცხლის ლიგაში უნდა გაირკვეს.

კრედოსა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა და ყველაფერი სწორედ განმეორებით შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.

საკმაოდ სოლიდური უპირატესობით ხვდება სნიკერსისაქართველოს ბანკთან განმეორებით დუელს, მათ მეტოქე პირველ შეხვედრაში 3-0 ყავთ დამარცხებული და "ბანკირების" წინაშე ურთულესი ამოცანა დგას.

21.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)
14:00 GWP - კრედო (2-2)
17:00 სნიკერსი - საქართველოს ბანკი (3-0)

სათამაშო დღეს ოქროს ლიგის ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჩემპიონობისთვის ნატახტარი და ევროპაბეთი იბრძოლებენ. თუკი ნატახტარისთვის მიზანი შარშანდელი ტიტულის დაცვაა, "ბუკმეიკერები" ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ და შესაბამისად სადებიუტო "ტროფეის" მოგება მათთვის დამატებითი სტიმულია.

ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში პირველად და ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნატახტარმა 4-2 სძლია მეტოქეს. ფინალი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

21.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი
18:00 ევროპაბეთი - ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული