საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოლდოვასთან, ანდორასა და გიბრალტართან ერთად იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპი 22-25 ოქტომბერს დაიწყება. მასპინძელი ქვეყნის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იმ შემთხვევაში თუ ლევან გრიგოლიას გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მეინც რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეებად იტალია, სლოვაკეთი და მაკედონია ეყოლება.
მეინ რაუნდი 10-13 დეკემბერს გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატი ფუტსალში კოლუმბიაში გაიმართება.