საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში მეორე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
23 ოქტომბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წინასწარ ეტაპზე მეორე მატჩი ანდორას ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა

ანდორა-საქართველო 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ირაკლი თოდუა (9), 0:2, 0:3 გიორგი ტიკურიშვილი (31, 34), 1:3 კარლოს ბარბოზა (38)

საქართველოს ნაკრები A შესარჩევ ჯგუფში ბოლო შეხვედრას მასპინძელ მოლდოვასთან 25 ოქტომბერს, ჩვენი დროით 19:30 საათზე ჩაატარებს. ამ უკანასკნელმა გუშინ გიბრალტარს ანგარიშით 12:2 მოუგო და ჯგუფს ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გიბრალტარს ანგარიშით 15:1 სძლია, ხოლო მოლდოვამ
ანდორა ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ძირითად ეტაპზე ჯგუფებში გამარჯვებულები მოხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი გადის ავტორო ერთი ნაკრები მხოლოდ ყველა ჯგუფიდან ! თუ არ გესმით ნუ წერთ
dukakisi
24 ოქტომბერი 2015 17:12
0
უყურადღებოდ არ არიან. უფროსობის ბრალია. აპიარებდნენ ძველ ფედერაციას და აღმოჩნდა ფორმებიც არ ქონიათ. რაში უხდიდნენ მადლობას. ბიჭებს ვენაცვალე !!! კობის საღოლ ფორმები მისცა თორე ეგეც არ იყო !
zvio202
24 ოქტომბერი 2015 17:11
0
გენაცვალეთ ბიჭებო, უყურადღებოდ დარჩენილები მაინც იგებთ. ეხლა მთავარია გადამწყვეტი, გამსვლელი თამაში მოიგოთ მოლდოვასთან და გაგვახაროთ. წარმატებები!
georgiano
24 ოქტომბერი 2015 02:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული