ოთარ ხიზანეიშვილი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია

AutoSharing Option
15 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 2 თებერვალს პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა გაცხადდა - თბილისის ფუტსალის ასოციაციამ ამ რანგში ოთარ ხიზანეიშვილი დაარეგისტრირა. სხვა მსურველებს საამისოდ ვადა 5 თებერვლამდე აქვთ.

ოთარ ხიზანეიშვილი 34 წლისაა. მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", "როსტოვში", "ფრაიბურგში", "აუგსბურგში", მახაჭყალის "ანჟიში", გორის "დილასა" და "ზესტაფონში", კარიერა კი 2015 წელს, ბოლნისის "სიონიდან" წასვლის შემდეგ დაასრულა.

ხიზანეიშვილი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც საქართველოს ყველა ნაკრების ფორმა მოურგია: იყო 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების წევრი, ეროვნული
გუნდის ფორმა კი 20-ჯერ მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 76 /
სანამ რამეს დაწერთ იკითხოთ იქნებ რა გეგმები აქვს ვისთან ერთად აპირებს მოსვლას ფუტზალში!! ოთარი მის გუნდთან ერთად თავის ხელს დატყობს ქართულ ფუტზალს წარმატებები უსურვოთ და გვერდში დაუდგეთ ლანძღვა გინებას და რაღაცების დაბრალებას ჯობია!!!
ზურაბ
03 თებერვალი 2016 13:41
0
ჯერ 34 წლისაა და გააგრძელოს ფეხბურთის თამაში კაცო რა დროს მაგისი ფუტსალია :D
გენადი
03 თებერვალი 2016 13:40
0
სანამ რამე კომენტარებს დაწერთ, დაინტერესთით რა გამოცდილების მქონე გუნდათ ერთად მოდის ოთარი! დარწმუნებული ვარ თავის ხელს დატყობენ ქართულ ფუტზალს!!!
ზუა
03 თებერვალი 2016 13:36
0
გავიგე რო ყველა ასაკობრივში ითამაშა მარა მერე რა მაგით ეხლა ფუტსალს გამოცდილი მენეჯერი სჭირდება და არა უბრალოდ კაი ტიპი და კაი ფხბურთელი )) გამაგიჟებს ეს ხალხი
სოსო
03 თებერვალი 2016 13:33
0
რამე კავშირი ჰქონია ამ კაცს ფუტსალთან? მე როგორც ვიცი არა და რატო უნდა გაგიჩნდეს იმ სფეროს ხელმძღვანელობის ამბიცია სადაც აგური არ დაგიდია?! ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში
გელა
03 თებერვალი 2016 13:31
0
ერთი მაგ კაცზე ფარული ნიკნეიმებით რო ბლატაობთ არასწორე რაგაცეებს რო წერთ ცოტა უფრო დავკონკრეტდეთ თუ შეგილიათ
george
03 თებერვალი 2016 13:30
0
ოთარისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი როგორც პრეზიდენტის ამპულაში წარმოდგენა ძაან მიჭირს, იმიტომ რომ ფუტსალს ახლა კარგი მენეჯერი ჭირდება და არა უბრალოდ ყოფილი ფეხბურთელი !!!
ბურთი
03 თებერვალი 2016 13:30
0
ჭორიკანა ხალხი ხართ!! რა წაგო რომელ კაზინოში? არ გინდათ ეს გაბოროტებული კომენტარები!! პატრიოტი ადამიანია! ერთგული თავისი საქმის და პატიოსანი პიროვნებაა!! დარწმუნებული ვარ ღირსეული გუნდით მოვა და ღირსეულად წაუძღვება თავის საქმიანობას!!!
ზურა
03 თებერვალი 2016 13:26
0
george:
შინაურულად საკითხის განხილვას უნდა შევეშვათ ამ ქვეყანაში. ოთარ ხიზანეიშვილზე საკმაო ინფორმაცია მაქვს წლებია და პირდაპირ ვამბობ რომ ვერ გაქაჩავს და არ მინდა შერცხვენილი გამოაგდონ ფუტსალიდან. მითუმეტეს იქ საკმაოდ არაადეკვატური ხალხი მუშაობს
საძმაკაცოდ კარგი კაცია ოთარი, მაგრამ საქმეში სუსტია
pasuxi
03 თებერვალი 2016 13:20
0
ფუტზალ მომისმინე ხიზანაზე, ცუდი არავის გაუგონია რებს წერ აქ. ესეთი ხალხი აკლია ეხლა ქართულ ფეხბურთს პატიოსანი და სიტყვის კაცი. კაცი ჯერ არ მოსულა და ეგვრე ცილს რომ წამებ რა საქციელია.
dato
03 თებერვალი 2016 13:14
0

სიახლეები პოპულარული