ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 კანდიდატი დარჩა

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15 თებერვალს "არენა 1"-ში გაიმართება, გუშინდელ დღემდე ორი კანდიდატურა ჰყავდა - ოთარ ხიზანეიშვილი და ირაკლი ხარჯევანიძე.

გუშინ, 12 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ირაკლი ხარჯევანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გაცნობებთ, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, დელეგატებს 15 თებერვალს ასარჩევად მხოლოდ 1 კანდიდატურაღა შემორჩათ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მეგობარო არ ხარ გეტყობა ქართულ ფუტსალში ჩახედული, თორემ მაგას არ იტყოდი. ფაქტიურად ლევან გრიგოლიამ ტალახისთვის გაიმეტა ხიზანეი და ამას მომავალში ყველა მიხვდება.
gujas:
15 თებერვალი 2016 02:56
0
წარმატებები ხიზანეი ამ კაცს ვერავინ ვერ შეითრევს და ვერავინ ვერაფრით დავალდებულებს.
guja
14 თებერვალი 2016 22:11
0
ოთარ შენ ჯერ ვერ ხვდები როგორ ცუდ თამაშში ჩაგითრია ჭუტიკა წერეთელმა.
ამ ყველაფერს რამდენიმე თვის მერე მიხვდები. შეიძლება გაგახსენდეს ეს კომენტარი, რომ შენთვის უცხო ადამიანმა როგორ გიწინასწარმეტყველა მოვლენების განვითარება. მე მაინც წარმატებებს გისურვებ!
სოსო
14 თებერვალი 2016 17:41
0
P.s.
დომენტის ფრჩხილებში მოღალატე უწერია, გამომდინარე იქიდან, რაც მან გააკეთე აფხაზეთში ნათესავებთან ვიზიტის დროს. ვგულისხმობ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის შესვამს სოხუმის სადღეგრძელოს, როგორც დამოუკიდებელი აფხაზეთის დედაქალაქის. მე პირადად, მოღალატეობრივად ვთვლი მის საქციელს.
gega
14 თებერვალი 2016 17:36
0
რაც ადრე გასაჯაროვდა პრესაში და მედიაში მეგობარო.
დომენტი სიჭინავამ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე უკანონოდ გააფორმა 500 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ტვ პირველთან, რომლის მესაკუთრე გახლავთ ვახტანგ(ჭუტიკა) წერეთელი. ამ უკანონო და გაუმართლებელი კონტრაქტის ანულირებაზეა საუბარი.
ცნობისთვის პრაქტიკაში, როგორც წესი ტელევიზიები იქით უხდიან ფედერაციებს და არა პირიქით, როგორც ეს დომენტი(მოღალატე) სიჭინავამ გააკეთა.
gega
14 თებერვალი 2016 17:17
0
რა კონტრაქტია იქნებ გაასაჯაროო ნადვილად ვერ მივხვდი
gega-s
14 თებერვალი 2016 14:41
0
ხიზანეის გაყვანით ჭუტამ კობის უთხრა 1:1 არისო. კონტრაქტს მიწყვიტავ, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი მარიონეტი დაგისვი ფუტსალის პრეზიდენტადო..
gega
14 თებერვალი 2016 03:46
0
მადლობა ლელოში იმ ადამიანს ვინც ისმინა ჩემი სამართლიანი კრიტიკა და მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება ორივე კომენტარის გამოქვეყნების.
კიდევ კარგი ლელოში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჭუტა წერეთელს არ ყავს ნაყიდი.
მთელი ეს პერიოდი ლელო ტენდენციურად აშუქებდა ოთარ ხიზანეიშვილს და ჭუტა წერეთლის ინტერესებს.
ლელოს:
14 თებერვალი 2016 03:43
0
დაასაფლავეს სპორტი ვიგინდარებმა
dushmana
13 თებერვალი 2016 22:51
0
აუ რა გაუგებარი ნაროდი ვართ გაიხარე ოთარ მოგისმინე და მახარებს ესეთი კარგი კაცი ქარტულ პეხბურთში რომ რჩები.
gurami
13 თებერვალი 2016 22:45
0

სიახლეები პოპულარული