საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას ნულზე მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 16 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ავთანდილ ასათიანის თავკაცობით, პირველი შეხვედრა გამართა და გერმანიის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ალექსანდრე ძაბირაძემ და გოგა ალთუნაშვილმა ამ მატჩით 10 წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ამის აღსანიშნავად, მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მოთამაშეებს სპეციალური პრიზები გადასცა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-8 წუთზე ბუთა კაკაბაძემ გახსნა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "ჯვაროსნები" ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმში უფრო გააზრებულად შეუტია
და მეტოქის კარში სამი გოლის გატანაც მოახერხა.

ამ გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური შეხვედრა ხვალ, 17 აპრილს, კვლავ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო - გერმანია 4-0

საქართველო: ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, მაისაია, თოფურია.

სათადარიგოები: ჯამბურია, ძაბირაძე, შელეგია, ალთუნაშვილი, კობაიძე, სოზაშვილი, სებისკვერაძე, ბობოხიძე, ჭანუყვაძე.

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.

გაფრთხილება: კობაიძე (30:49)

გოლები: 1-0 კაკაბაძე (7:38), 2-0 სებისკვერაძე (25:45), 3-0 ჭანუყვაძე (34:25), კობაიზე (39:12)

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიას(ამხელა ქვეყანას) რაგბში რომ ვამარცხებთ, ხომ სიამოვნებაა და ფეხბურთში, თუნდაც ფუტზალში რომ გავანადგურეთ, უფრო დიდი სიხარულია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული