პარასკევს ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. "აჭარა ჯგუფმა" "ავერსი" დაამარცხა - 3-0, ხოლო "ლიბერთი ბანკმა" "ბი პი ჯორჯიას" სძლია - 4-2.
06.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
აჭარა ჯგუფი - ავერსი 3-0
BP GEORGIA – ლიბერთი ბანკი 2-4
პარასკევსვე გაიმართა სუპერლიგა C-ს მეექვსე ტურის ერთი დაპირისპირება. "ტელეკომპანია იმედის" გუნდმა უშუალო კონკურენტი "სისი ლოუნი" დაამარცხა - 3-1 და ექვსიდან ექვსი მოგებით, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე
06.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური
CC LOAN – ტვ იმედი 1-3
კვირა დღე კი კორპორატიული ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრებს დაეთმო. ვერცხლის ლიგაში მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. "ვითიბი ბანკმა" "ბაქსვუდს" მეორე შეხვედრაც მოუგო, ამჯერად უფრო დამაჯერებლად - 4-0 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება დანარჩენ წყვილებს, სამივე მათგანში გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე გადამწყვეტი დაპირისპირება უნდა გაიმართოს.
რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, "ალიანს საქართველომ" "საქრუსენერგოსთან" 7-მეტრიანების სერიაში დათმო - 6-7. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა პირველ დაპირისპირებაში "ბანკ რესპუბლიკასთან" სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ამჯერად იმარჯვა - 3-2 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. თბილისის მერიის გუნდმა კი პირველ მატჩში 7-მეტრიანების სერიაში წაგებისათვის "თეთრ ქუდთან" დამაჯერებელი რევანში აიღო - 6-1.
08.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (II)
ალიანს საქართველო - საქრუსენერგო 2-2 პენ. 6-7 (სერია: 1-1)
ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა 3-2 (სერია: 1-1)
ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 4-0 (სერია: ვითიბიმ მოიგო 2-0)
თეთრი ქუდი - თბილისის მერია 1-6 (სერია: 1-1)
1/2-ფინალში "ვითიბის" მეტოქე "ტატიშვილისა" და "ბანკ რესპუბლიკის" წყვილში გამარჯვებული იქნება. შესაბამისად, მეორე 1/2-ფინალურ წყვილს "ალიანსი"-"საქრუსენერგო" და "თეთრი ქუდი"-"თბილისის მერიას" შორის გამარჯვებულები დააკომპლექტებენ.
რაც შეეხება ოქროს ლიგას, აქ მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობაა გასარკვევი. პირველ შეხვედრაში "საქართველოს ფოსტასთან" წაგების შემდეგ, გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა "ფოსტალიონები" 4-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას მესამე დაპირისპირება გაარკვევს.
დანარჩენ შეხვედრებში ყველაფერი მოულოდნელობების გარეშე წარიმართა. "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა", "პატრულმა" და 'ნატახტარმა" მეორე შეხვედრებშიც იმარჯვეს. GWP-მ "საქართველოს ბანკი" დაამარცხა - 5-0, "პატრულმა" "კრედოს" სძლია - 8-4, ხოლო "ნატახტარმა" - "ვესტ ინვესტი" გამოთიშა ასპარეზობას - 6-1.
08.05.2016. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (II)
GWP – საქართველოს ბანკი 5-0 (სერია:GWP-მ მოიგო 2-0)
TTC – საქართველოს ფოსტა 4-1 (სერია: 1-1)
პატრული - კრედო 8-4 (სერია: პატრულმა მოიგო 2-0)
ნატახტარი - ვესტ ინვესტი 6-1 (სერია: ნატახტარმა მოიგო 2-0)
ამრიგად, ცნობილია ერთი 1/2-ფინალური წყვილიც, "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" "ნატახტართან" ითამაშებს, ხოლო "პატრული" ტტც-ს და "საქართველოს ფოსტას" შორის გამარჯვებულს დაელოდება.
გუშინვე გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობაც, რომლებიც სუპერლიგის თასისთვის იბრძოლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" სძლია უშანსოდ - 9-1, ხოლო მფკ "ტატიშვილმა" სეზონის მთავარი კონკურენტი "პსპ" დაამარცხა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში - 4-1. აღსანიშნავია, რომ ეს "ფარმაცევტების" პირველი მარცხია მიმდინარე სეზონში.
08.05.2016. სუპერლიგის თასი. 1/2-ფინალი
GM ჭიათურა – შსს 1-9
მფკ ტატიშვილი – FC PSP 4-1
კვირასვე ბავშვთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. "საქართველოს უნივერსიტეტმა" 51-ე სკოლის გუნდს სძლია - 1-0, ხოლო ქუთაისის "მართვემ" "ბაქსვუდის სკოლა" დაამარცხა - 7-0.
08.05.2016. ბავშვთა ლიგა. III ტური
UG – 51 სკოლა 1-0
მართვე (ქუთ) - ბაქსვუდი 7-0
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".
მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური