რიგით მეცხრე სეზონმა სუპერლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი.
პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. სადებიუტო შეხვედრაში "უნიკრედიტმა" ლიგის დებიუტანტს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია - 7:4. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და გამარჯვებაც სწორედ "ფინანსისტებს" დარჩათ.
გამარჯვებით აღნიშნა ჩემპიონატის დაწყება სპორტული კლუბის, "ჯვაროსნების" მეორე გუნდმა, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა - 4:1.
სენსაცია დაფიქსირდა პირველივე ტურში, რომლის შემოქმედიც ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტი, სკ
საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ზესტაფონის "ფეროსა" და დებიუტანტ "ფანდაი ენტერტაიმენტის" გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი საგოლე მომენტების სიმრავლისა, იმერლებმა გამოცდილების ხარჯზე 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.
ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და "ვივუსის" გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
23.10.2016. სუპერლიგა B
I ტური
Unicredit.ge - ეთა 7:4
სკ საქ. უნივერს. - სკ ჯვაროს. 2 1:4
სკ თელავი - სკ ევროკრედიტი 2:0
სკ ფერო (ზეს) - Funday Ent 2:0
კსუ - სკ Vivus.ge 2:2
კვირასვე აიღო სტარტი სუპერლიგა A-ს გათამაშებამ. პირველი ტურის პირველი დაპირისპირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სპორტული კლუბის, "ჯვაროსნების" პირველ გუნდებს შორის გაიმართა.
საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ის გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. "პოკერი" შეასრულა კახა კალაძემ, რომელმაც ოთხივე გოლი ალექსანდრე იაშვილის პასებით გაიტანა.
სუპერლიგა A-ს სადებიუტო ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერლიგა B-ს შარშანდელი ფინალისტები, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდები. ისევე, როგორც ფინალში, ამჯერადაც გამარჯვება პრევენციის ცენტრს დარჩა - 3:1.
სეზონის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს ლიგის ორი პრინციპული და ლამის ისტორიული მეტოქეებიც - სკ პსპ და მფკ "ნატახტარი". "ფარმაცევტებმა" 5:2 სძლიეს მეტოქეს და თავიანთი თამაშით საკმაოდ ამბიციური განაცხადიც გააკეთეს.
სათამაშო დღე ტელეკომპანია "იმედისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ შეძლეს თავის გამოჩენა, საბოლოოდ ფრე - 1:1.
23.10.2016. სუპერლიგა A
I ტური
სფფ - სკ ჯვაროსნები 5:2
CFCP - GM ჭიათურა 3:1
სკ პსპ - მფკ ნატახტარი 5:2
ტვ იმედი - სდსს 1:1
მომდევნო კვირას, 30 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი";
ვებპორტალები: Sportall.ge, Worldsport.ge, Sportstar.ge, Adjarasport.com, Mysport.ge, Geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური/sbm.ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"