ავთანდილ ასათიანის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 6 და 7 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
2017 წლის იანვარში კი, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით